"ჩემმა ქმარმა იცის, რომ შვილის ბედნიერებისთვის ჯერ დედიკოს ბედნიერებაა მთავარი!" - თურქზე გათხოვილი ქართველი გოგონას ცხოვრება

 "ჩემმა ქმარმა იცის, რომ შვილის ბედნიერებისთვის ჯერ დედიკოს ბედნიერებაა მთავარი!" - თურქზე გათხოვილი ქართველი გოგონას ცხოვრება

გერდა კობერიძის სახელსა და გვარს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში. ის თურქეთში მცხოვრები ქართველი გოგონაა, რომელსაც საკუთარი ბლოგი აქვს – "მეთეს დედიკო", და ძალიან საინტერესო და გულწრფელ ჩანაწერებს აკეთებს, როგორც ახალგაზრდა დედა. გერდას ბლოგიდან რამდენიმე ამონარიდს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი გავიცნოთ თელავში დაბადებული გოგონა, რომელიც ამჟამად სტამბოლში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად და ამბობს, რომ ბედნიერი ცოლი და დედაა.

- მე ვარ გერდა კობერიძე, 26 წლის. დავიბადე თელავში. დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. ვმუშაობ იმპორტ/ექსპორტის ხელმძღვანელად კერძო კომპანიაში. ამჟამად ვცხოვრობ და ვმუშაობ სტამბულში. მყავს მეუღლე და შვილი.

- როგორ მოხვდით თურქეთში და როგორ დაოჯახდით?

- 2 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. გამზრდელი მამა (არ მიყვარს სიტყვა მამინაცვალი) თურქი ეროვნების არის, ამიტომ გარემო ჩემთვის უცხო არ ყოფილა.

ბავშობის დიდი ნაწილი სტამბულში მაქვს გატარებული.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ჩვენ ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანით, შემდეგ პირადად შევხვდით ერთმანეთს, შეგვიყვარდა და დავოჯახდით.

- ჩანაწერებში ხშირად აქებთ მეუღლეს, როგორც კარგ მამას. როგორია ეს კარგი მამა?

- ჩემი მეუღლე ჩემთვის იდეალური ადამიანია. მოსიყვარულე, გამგები, დამხმარე და რაც მთავარია, შესანიშნავი მამა. მან იცის, რომ შვილის ბედნიერებისთვის ჯერ დედიკოს ბედნიერებაა მთავარი.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ