კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:19 / 08-03-2016
ქართველი ქალები, რომლებსაც მათი გამორჩეული პროფესიული საქმიანობის გამო უნდა იცნობდეთ
"სუსტი სქესი", "არაქალური საქმე", "ქალი ვიცი მე "კუხნაში" - სტერეოტიპული დამოკიდებულება ქალისადმი ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ბევრი ქალი საპირისპირო სქესისთვის საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობს და ახერხებს კიდეც. ჩვენს ირგვლივ დღითიდღე მრავლდებიან ქალები, რომლებიც წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკაში, ბიზნესში, მეცნიერებასა თუ სხვა "არაქალურ" სფეროებში. დღეს რამდენიმე ქალბატონს გაგაცნობთ, რომლებიც მამაკაცებზე არანაკლები წარმატებით ართმევენ თავს რთულ საქმეებს.

სოფიო კილაძე პოლიციის აკადემიის პრორექტორია.
მეორე კლასიდან იურისტობა უნდოდა, თუმცა მაინცდამაინც პოლიციაში მუშაობაზე არ უფიქრია. დიდი ხანი გერმანიაში ცხოვრობდა, "ჰაიდელბერგის" უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა "მაქსპლანკის" ინსტიტუტში, სასამართლოში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, თუმცა 2011 წელს შვებულებით საქართველოში დაბრუნდა და დარჩა. თვლის, რომ საპოლიციო სისტემა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სახელმწიფოსთვის, რომელიც მართლწესრიგის და უსაფრთხოების დამცველია ქვეყანაში. "სულ მინდოდა ჩემი განათლება ჩემი ხალხისთვის გამომეყენებინა და წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში", - გვეუბნება სოფო.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი კულტურა ქალს არ აკნინებს. პირიქით პატივს სცემს. მაგალითისთვის შეგვიძლია თამარ მეფე გავიხსენოთ. ის რომ ქალი იყო, ამას მეფობისთვის ხელი არ შეუშლია. სტერეოტიპები პიროვნულ რწმენაზე არის დამოკიდებული. საქართველოში არასდროს არ დავჩაგრულვარ იმის გამო, რომ ვარ ქალი. საერთოდ არ მიჭირს ჩემს თანამშრომელ მამაკაცებთან მუშაობა. შეიძლება კაცსაც უჭირდეს და ქალსაც ხელმძღვანელობა. ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. თუ ხარ სამართლიანი, ობიექტური და ცოტა მკაცრი, ეს არ გაგიჭირდება. ეს პიროვნული თვისებები ეხმარება ადამიანს, იყოს კარგი მენეჯერი და საქმე გააკეთოს"

- რა უნდა გააკეთოს ქალმა საქართველოში წარმატების მისაღწევად?
- ქალებს ვურჩევ მიიღონ კარგი განათლება. განათლების სისტემაზეც და თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული განათლების მიღება. პიროვნებამ თავის თავზე უნდა იმუშაოს. ჩემს მაგალითზე ვიტყვი, სწავლის პარალელურად ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი, ჭკვიან ადამიანებს ვესაუბრებოდი...განათლება არის იმის საფუძველი, რომ შენ გამოხვიდე საზოგადოებრივ ასპარეზზე. სახლში რომ იჯდე და შვილები აღზარდო, ამისთვისაც საჭიროა განათლება. ქალს ბავშვობიდან უნდა ჰქონდეს მიზანი, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანია გარშემო, ვისაც ოჯახი ურჩევს პროფესიას, უნდა იცოდე რა გინდა და ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობა და ხასიათის სიმტკიცეა საჭირო. თუ გაქვს მტკიცე ხასიათი და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეგიძლია, აუცილებლად მიაღწევ საწადელს. ასევე აუცილებელია შენი სურვილი არ აღემატებოდეს შენს შესაძლებლობებს, ნებისმიერი შრომა, რომელიც არის წესიერი და პატიოსანი, ქალს წარმატებულს ხდის. ასევე, სწორად უნდა შეფასდეს რაც გინდა, გაქვს თუ არა მისი შესაძლებლობა.


ანა გოდაბრელიძე ღვინის ეროვნული სააგენტოს, სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და მეღვინეა. განათლება ევროპაში მიიღო, სადაც პრაქტიკების დროს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, მათ შორის, ვენახშიც. "თავიდანვე ძლიერი პროფესიებისკენ მიმიწევდა გული, იურისტობა მინდოდა, საბოლოოდ, მაინც მეღვინეობა გადავწყვიტე" - ამბობს ანა.

- თქვენი საქმით, შეცვალეთ თუ არა შეხედულება რომ "ღვინო მამაკაცების საქმეა"?
- თავიდან ნაკლებად ვფიქრობდი ამაზე. სტაჟირება უცხოეთში გავიარე, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი ხან ვენახში ხან კიდევ ქარხანაში. ჩემთვის მეღვინეობა ხელოვნებაა, შენ ქმნი ღვინოს, რომელსაც სხვები აკრიტიკებენ.

- რას ურჩევთ იმ ქალს, ვისაც უნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოსვლა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს?

- მგონი დღეს ნაკლებადაა ამ მხრივ პრობლემები. ქალსაც და კაცს ვურჩევ, უყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებს, მე მიყვარს ეს საქმე და ამაში ფულსაც მიხდიან. ის სახალისოც არის და ინტრიგასაც იწვევს.

ნატა ჯაფარიძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა საკმაოდ რთულ პროფესიას შეეჭიდა. ის ერთადერთი სამთო-მაშველი ქალია საქართველოში. "ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სულ მიზიდავდა სამთო-მაშველობა. ჰაწვალზეც მინდოდა მემუშავა, მაგრამ იქ უარი მითხრეს. შემდეგ თეთნულდი გაიხსნა, სადაც მაშველებზე კონკურსი გამოცხადდა, პრაქტიკებიც გავიარე და სამთო-მაშველი გავხდი. ოფისშიც ვმუშაობდი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი საქმე. ამიტომაც გადავწყვიტე, ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ყოფნა - მთაში და თან ხალხს დავეხმარო" - აღტაცებით ყვება ნატა.

"ბაბუაჩემი გივი ჯაფარიძე იყო ჩემი მწვრთნელი და სულ მეუბნებოდა, შენ როგორ ვერ აკეთებ იმას, რაც ბიჭმა გააკეთაო. შესაბამისად, სულ მქონდა ის მომენტი, გამეკეთებინა ის რასაც ბიჭი აკეთებდა. დღემდე ეცინებათ, როცა გაიგებენ რომ მაშველი ვარ, რადგან კუნთები არ მაქვს. მეუბნებიან, შენ რა უნდა მიშველოო და არ სჯერათ. აქ სულ ბიჭები მუშაობენ. ყველასთან ვმეგობრობ. კომფურტულია ჩემთვის მათთან მუშაობა, რადგან ბიჭი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე გოგო.

- რას ურჩევთ ქალებს, რომლებსაც საკუთარი თავის პოვნა და წარმატების მიღწევა უნდათ?
- პირველ რიგში საკუთარი თავი დააყენონ წინ, სუსტ სქესად ნუ წარმოიდგენენ თავს. სწორედ აქ გჩაგრავს "ძლიერი სქესი". მთავარია შენი ძალა ამოიცნო და გჯეროდეს საკუთარი თავის.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
იხილეთ ვიდეო| ქართველი ქალები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში
20:27 / 10-03-2016
ძლიერ მამაკაცებს მოსწონთ ძლიერი,ჭკვიანი და მოვლილი ქალები, სუსტები მიახლოვებასაც ვერ ბედავენ ასეთ ქალებთან.
nata
16:15 / 09-03-2016
კდემამოსილი, ნაზი და სუსტი ქალები გახდა სანთლის საძებნელი, თორემ ე. წ ,,ძლიერი ქალები" რა შესაყვარებელია
sandro
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:06 / 24-05-2016  Image დააკავეს თუ არა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები - შსს-ს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე
რა ხდება ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
19:31 / 24-05-2016  Image "პირველად "ბაში-აჩუკის" ღამის გადაღებებზე ვნახე... მისმა სილამაზემ დამაბრმავა" - საინტერესო ფაქტები ლია ელიავას ცხოვრებიდან
მოსკოვში სწავლის პერიოდში ლია ელიავა ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა
13:34 / 24-05-2016  Image როგორია შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი, რომელიც ივნისში გაიხსნება და 10 000 მაყურებელს დაიტევს
VIDEO+PHOTO BLACK SEA ARENA-ს მშენებლობა 2016 წლის ივნისში დასრულდება
17:18 / 24-05-2016  Image "მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"
მარინა დარასელიას თეატრში მოღვაწეობის ძალიან ხანგრძლივი - 34-წლიანი ისტორია აქვს
15:49 / 24-05-2016  Image ეკო ფანგანი საკუთარ დაბადების დღეზე ფეხშიშველი ცეკვავდა - ტელეწამყვანი იუბილეს სამი დღე აღნიშნავდა
+PHOTO| ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49