კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:32 / 08-03-2016
"ის არის ჩემი ცხოვრების პირველი და დაუვიწყარი მამაკაცი" - რას ყვება იუნა შაფათავა ყოფილ ქმარზე, რომელსაც ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ედება ბრალად
იუნა შაფათავას თქმით, მისი ყოფილი მეუღლე ლევან მექვაბიშვილი, რომელიც ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაშია ბრალდებული, კრივში საქართველოს ნაკრების წევრი და ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონია. როგორც შაფათავამ AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, მექვაბიშვილსა და პეტრიაშვილს შორის სავარაუდოდ "კაცურ გარჩევას" ჰქონდა ადგილი.

"ლევან მექვაბიშვილს ვახასიათებ ყველანაირად დადებითად. ის არის ჩემი ცხოვრების პირველი და დაუვიწყარი მამაკაცი. ძალიან კარგი სპორტსმენია, მოკრივე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების სახელით კრივში მსოფლიო ჩემპიონატის არაერთგზის მონაწილე და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სპორტის ოსტატი. რაც ვიცი, მხოლოდ ერთადერთხელ, 2011 წელს
You must have Flash Player installed in order to see this player.
იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც დავშორდით, მე ლევანთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მთავარია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია. საკითხს შორიდან რომ შევხედოთ, მიუკერძოებლად, ჩვეულებრივი თბილისური გარჩევა იყო, სხვას ვერაფერს გეტყვით. გასაკვირი ამაში არაფერია. კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ კიდეც, ჩვეულებრივი კაცური გარჩევა იყო", - განაცხადა იუნა შაფათავამ.

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დღეს მიიღო, რის საფუძვლადაც ბრალდებულის მიმალვა ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა. პროკურატურა მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
თავად ბრალდებულს პროცესზე განცხადება არ გაუკეთებია. მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

იხილეთ ვიდეო
12:32 / 09-03-2016
მიპარვით თავში ჩაქუჩის ჩარტყმა ჩვეულებრივი თბილისური კაცური, მეტიც ვაჟკაცური გარჩევა ყოფილა ... ვაიმეე
ელე
11:53 / 09-03-2016
მან რატომ წაგივლია ხელი, მაგას გვეფიცები სიმართლეს გვეუბნები?
საყვარელი
მსგავსი სიახლეები
+PHOTO| ჟურნალისტი ეკა მიშველაძე და ალექსი პეტრიაშვილი შაბათ დღეს მხიარულად ატარებენ
სოსო დოლიძის დაკითხვა იმ დღესვე მოხდა, როდესაც ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს
"მშვიდობის მარშები და ჟე სუი ზავენტემ/მალბეკ რო აღარ ყოფნის ტერორიზმთან ბრძოლას, რთული მისახვედრია?"
პეტრიაშვილი მძიმე ოპერაციის შემდეგ ფორმაში ჩადგომას ცდილობს
"ერთი ორი თახსირი სახელისუფლებო პარლამენტარის ირონიანარევი კომენტარიც ვნახე!"
+VIDEO "ადგილსამყოფელი თავდამსხმელებმა წინასწარი თვალთვალის შედეგად დაადგინეს"
+VIDEO სამართალდამცველებმა ავტომანქანას თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მიაკვლიეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:33 / 27-07-2016  Image პრეზიდენტის სიძე პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა
მინდია გოგოჭური მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა
11:14 / 27-07-2016  Image რატომ უნდა ვისარგებლოთ MyCredit-ის სწრაფი სესხით
ზაფხული საუკეთესო დროა დასვენებისა და ახალი თავგადასავლებისთვის
11:03 / 27-07-2016  Image ბათუმში მესამე დღეა დაკარგულ 19 წლის ბიჭს ეძებენ
"მობილური სხვას მისცა და არ გამოდის კონტაქტზე"
11:33 / 26-07-2016  Image კიევის ყველაზე ლამაზი პატრული სახეში შეფურთხების შედეგად გარდაიცვალა
ქალი გასული წლის დეკემბერში დაავადდა ეჭვმიტანილის დაკავების დროს
18:38 / 26-07-2016  Image "თუ იცით ეს რა არის?..." - კახი კალაძემ "ფეისბუქის" მომხმარებლები "დააინტრიგა"
+PHOTO "მალე ახალი ქარი დაუბერავს ჩვენს ქვეყანაში!"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49