"ის არის ჩემი ცხოვრების პირველი და დაუვიწყარი მამაკაცი" - რას ყვება იუნა შაფათავა ყოფილ ქმარზე, რომელსაც ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ედება ბრალად

"ის არის ჩემი ცხოვრების პირველი და დაუვიწყარი მამაკაცი" - რას ყვება იუნა შაფათავა ყოფილ ქმარზე, რომელსაც ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა ედება ბრალად

იუნა შაფათავას თქმით, მისი ყოფილი მეუღლე ლევან მექვაბიშვილი, რომელიც ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაშია ბრალდებული, კრივში საქართველოს ნაკრების წევრი და ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონია. როგორც შაფათავამ AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, მექვაბიშვილსა და პეტრიაშვილს შორის სავარაუდოდ "კაცურ გარჩევას" ჰქონდა ადგილი.

"ლევან მექვაბიშვილს ვახასიათებ ყველანაირად დადებითად. ის არის ჩემი ცხოვრების პირველი და დაუვიწყარი მამაკაცი. ძალიან კარგი სპორტსმენია, მოკრივე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების სახელით კრივში მსოფლიო ჩემპიონატის არაერთგზის მონაწილე და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სპორტის ოსტატი. რაც ვიცი, მხოლოდ ერთადერთხელ, 2011 წელს იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც დავშორდით, მე ლევანთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მთავარია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია. საკითხს შორიდან რომ შევხედოთ, მიუკერძოებლად, ჩვეულებრივი თბილისური გარჩევა იყო, სხვას ვერაფერს გეტყვით. გასაკვირი ამაში არაფერია. კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ კიდეც, ჩვეულებრივი კაცური გარჩევა იყო", - განაცხადა იუნა შაფათავამ.

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დღეს მიიღო, რის საფუძვლადაც ბრალდებულის მიმალვა ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა. პროკურატურა მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

თავად ბრალდებულს პროცესზე განცხადება არ გაუკეთებია. მან დუმილის უფლებით ისარგებლა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია