"პეტრიაშვილმა ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა" - ლევან მექვაბიშვილის დედა ახალ დეტალებს ასაჯაროებს

"პეტრიაშვილმა ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენა" - ლევან მექვაბიშვილის დედა ახალ დეტალებს ასაჯაროებს

ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანთან დაპირისპირების მოტივი პირადი ანგარიშსწორება იყო.

როგორც ის 2030-თან საუბრისას იხსენებს, რამდენიმე ხნის წინ პეტრიაშვილმა მექვაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ჩემი შვილი ამბობს, რომ პირადი ანგარიშსწორება იყო. მეტს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ზუსტად არაფერი არ ვიცი, ჩემი შვილი რაც დააკავეს, მას შემდეგ არ მინახავს. ვიცი, რომ ნაცნობობა არ აკავშირებდათ, მაგრამ რაღაც შეურაცხყოფა აქვს პეტრიაშვილს ჩემი შვილისთვის მიყენებული. ესეც გადმოცემით ვიცი, თორემ ჩემს შვილთან არ მილაპარაკია", - ამბობს მექვაბიშვილის დედა.

იხილეთ ვიდეო

ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა. როგორც გაირკვა, წარსულში მექვაბიშვილი ლომბარდების და სავალურო ჯიხურების ძარცვის ბრალდებით იყო დაკავებული.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს, მან საავადმყოფო დღეს დატოვა.

იხილეთ: "5 ნატყვიარის, 16 ჭრილობის, ბეისბოლის "ბიტებით" მუშაობის პირობებში, კარგ ფორმაში ვარ" - პეტრიაშვილის პირველი კომენტარი გამოწერის შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია