ლარის სწრაფი გამყარება დაიწყო?!

ლარის სწრაფი გამყარება დაიწყო?!

უახლოეს ერთ თვეში ლარის ახალი წონასწორული კურსი გვექნება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, რამდენიმე დღეა "ბლუმბერგის" ელექტრონულ პლატფორმაზე ეროვნულ ვალუტას გეზი გამყარებისკენ აქვს აღებული, გუშინ კი ნახტომისებურად დაიწყო გამყარება. ვაჭრობის მიმდინარეობისას კურსი 2,4620-დან 2,4225-მდე ჩამოვიდა. არის თუ არა ეს დიდი გამყარების დასაწყისი?

დანამდვილებით ძნელია თქმა, რა ელოდება ლარს სამომავლოდ და როგორი კურსი გვექნება უახლოეს პერიოდში, მაგრამ სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ დღევანდელი ტენდენცია არჩევნებამდე შენარჩუნდება. ფაქტია, რომ ინვესტიციების გააქტიურებამ და ლარზე სპეკულაციური წნეხის მოხსნამ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, ხოლო შემდეგ მის გამყარებას შეუწყო ხელი.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "რეზონანსთან" ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ ლარი მალე გამყარებას დაიწყებდა და როგორც ჩანს, ეს დრო უკვე დადგა. ეკონომისტებიც ადასტურებენ, რომ დევალვაციის პერიოდი ლარმა ჩამოიტოვა და დოლართან მიმართებაში დისბალანსი აღმოფხვრილია. ახლა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად რჩება არსებული ტენდენციის შენარჩუნება. ეს კი, საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რა პოლიტიკას გაატარებს სებ-ის მომავალი პრეზიდენტი და რამდენად შეძლებს იგი ეროვნული ვალუტის დაცვას? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია