კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:00 / 02-02-2017
რა ელით ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს უვიზო რეჟიმის პირობებში
ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების თხოვნით, AMBEBI.GE დაინტერესდა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ამოქმედდება თუ არა რაიმე განსაკუთრებული წესი საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად წასული ქართველებისთვის. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, არალეგალურად წასული ქართველებისთვის განსაკუთრებული წესი არ ამოქმედდება და ასეთი პირების არალეგალურად ყოფნის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი გაძევებულ იქნებიან ქვეყნიდან და აეკრძალებათ შენგენის ტერიტორიაზე შესვლა უვიზო რეჟიმის მიუხედავად.

"უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება დაჰყოს ევროკავშირის/შენგენის წევრი შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღისა. 90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ტერიტორია. ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკვე იმყოფებიან არალეგალურად ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ ისარგებლებენ და მათზე არავითარი განსაკუთრებული წესი არ გავრცელდება. ასეთი პირების არალეგალურად ყოფნის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი გაძევებულ იქნებიან ქვეყნიდან და აეკრძალებათ შენგენის ტერიტორიაზე შესვლა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიუხედავად", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თუ შესაძლებელია თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ, თუ არა, მაშინ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში.

"ყველას შეგხვედრიათ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ალბათ ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში. ყოფილა ისეთი ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც იმის შიშით, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება, უკან ვეღარ შევა, საკუთარი ოჯახის წევრის გასვენებაშიც არ ჩამოსულა. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ ალბათ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები და თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ თუ ეს შესაძლებელია. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადონ, რომ უკვე როდესაც დადგება უვიზოდ მიმოსვლის დღე, ახალ პირობებში კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში. თუმცა პრობლემა ის არის, რომ უვიზოდ მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებას", - განაცხადა წულუკიანმა.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE

18:19 / 03-02-2017
ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა კომენტარებს ვკითხულობ და მეცინება.ყველა ფულიანია და დასასვენებლად მიდის.ამდენი არალეგალია ევროპაში და სხვათა შორის წულუკიანიც მათ მიერ გამოგზავნილი ფულით იღებს ხელფასს და ბედნიერად გრძნობს თავს, თან რომ იმოძღვრება დაიკანონეთ მანდ თავიო ვითომ ასე ადვილია,ვაი შენს პატრონს.სქართველოს ეკონომიკაც მათ ხელფასზეა დამოკიდებული.ისრაელიდან პირუტყვებივით ხომ გვიშვებენ უკან ხომ გვაქვს უვიზო მიმოსვლა.ესეიგი რიგითი მოქალაქის საშველი არ არის,ცხოვრება თუ გინდა გაიუმჯობესო და საზღვარგარეთ წახვიდე სამუშაოდ ეს წყაროც კი შეგვიწყდა.მიხაროდეს თუ მწყინდეს აღარ ვიცი.
555
11:50 / 03-02-2017
ნუ შეგვაწუხეთ. თქვენი ვითომ პრობლემებით. არც აქ ვარგოდით, არც მანდ ვარგიხართ.
არალეგალებს
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირი იტოვებს უფლებას, შეცვალოს გადაწყვეტილება, ანუ ისევ შემოიღოს სავიზო რეჟიმი ქვეყანასთან
უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა
+VIDEO| ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
სიტყვით გამოვიდა საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი
"საჭიროა მუდმივი გაფართოების დასრულება, ვინაიდან "ეს გეოგრაფიული წინ წაწევა ევროპელ ხალხს აწუხებს"
"ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მწვანე შუქი აუნთო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 20-02-2017  Image პატრიარქის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
+VIDEO "დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება"
20:13 / 20-02-2017  Image "მე გადავრჩი, დედა კი მოკვდა... და ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ამის გამო..."
"მე რომ დავიბადე ეს მის ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო"
21:32 / 20-02-2017  Image ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
ვიტალი ჩურკინი გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლად 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა
23:19 / 20-02-2017  Image მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ცოლი მოჰყავს
მსახიობი რამდენჯერმე მოხვდა ყველაზე სასურველი სასიძოების რიცხვში
11:28 / 20-02-2017  Image ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: "ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს... ყველაფერს ერთად ვწყვეტთ"
"უკეთესი იქნება ეს ბავშვებისთვის და ჩემთვისაც"
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49