მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა

მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა

ახალი კვლევის მიხედვით, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით წიგნიერების დონის განსაზღვრაა, პირველ ადგილს რეიტინგში ფინეთი იკავებს. კვლევა კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა და მისი ავტორი ჯონ მილერია. World's Most Literate Nations კვლევაში 61 ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული და მისი მიხედვით წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნორდიკულ ქვეყნებშია.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც რეიტინგი დგება, ესენია: წერა-კითხვის გავრცელების დონე ქვეყანაში, ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ტესტებში სტუდენტების და მოსწავლეების ნაჩვენები შედეგები. ასევე, ე.წ. "წიგნიერების ქცევა", რომელიც მთავარი განმსაზღვრელია, როგორც ცალკეული პიროვნების წარმატების, ასევე - ერის ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების, რაც საზოგადოების გლობალურ მომავალს განსაზღვრავს.

კვლევაში მონაწილე 61 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზე ფინეთი მოხვდა, ბოლო ადგილი - ბოცვანას ხვდა წილად. პირველი ექვსეული ნორდიკული ქვეყნებითაა დაკომპლექტებული და მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებს აშშ. საქართველო კი კომპლექსური მაჩვენებლებით, წიგნიერების რეიტინგში 51-ე ადგილზეა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს: 50-ე ადგილზეა თურქეთი, ხოლო რუსეთი - 27-ზე.

ქვეყნების ვრცელი სია ასე გამოიყურება:

მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით

Georgia ranks 51-st among Most Literate Nations in the world

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ