კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:08 / 11-03-2016
რა პრინციპით არჩევენ პარკინგის ადგილებს თბილისში - მერიის პასუხი მრავალსართულიან პარკირებასა და ოფისებისთვის სივრცის გამოყოფაზე
დედაქალაქში არსებული საცობები და საპარკინგე ადგილები მოსახლეობის განსჯის საგანია. როგორ ხდება თბილისში მანქანის გასაჩერებელი ადგილების გამოყოფა, როგორ ნაწილდება მძღოლის და ფეხით მოსიარულეთა ინტერესები. ამ და კიდევ სხვა კითხვებით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლილი ხმალაძეს მივმართეთ:

- როგორ და რა პრინციპით მოხდა თბილისში პარკინგის ადგილების გამოყოფა?
- დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილების გამოყოფის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას გათვალისწინებული იყო რამდენიმე გარემოება, კერძოდ: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფაქტორი (მათ შორის ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება), ქუჩის და ტროტუარის გეომეტრიული პარამეტრები და კონკრეტულ ტერიტორიაზე პარკირების ადგილების არსებობის მიზნობრიობა. ტერიტორიის შერჩევის შემდეგ მოხდა მისი შეთანხმება ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან და ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცება (შესაბამისი ლოკაციის, დგომის მეთოდის, ადგილების რაოდენობის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილების მდებარეობისა და რაოდენობის მითითებით).

- როცა ახალი ადგილების საჭიროება დგება, როგორ ხდება პარკინგის ადგილების გამოყოფა დღეს?
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მიერ (მოქალაქეების და ორგანიზაციების მომართვის საფუძველზეც) ხდება კონკრეტული ტერიტორიის შესწავლა და სადგომის მოწყობის მიზანშეწონილობის საკითხის დადგენა. ისევე როგორც უკვე დამტკიცებულ პარკირების ადგილებზე, ასევე ახალი ადგილების განსაზღვრისას პარკირების ადგილების გამოყოფის მიზანშეწონილობის საკითხის დადგენისას ვითვალისწინებთ რამდენიმე გარემოებას, რომლებიც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

- როგორ ნაწილდება ფეხით მოსიარულეთა და მძღოლების ინტერესები?

- ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეთა ინტერესებს შორის უპირატესობა ენიჭება ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას.

- როდესაც ქალაქის ცენტრში დიდი ოფისი იხსნება და ოფისს თავისი პარკინგის მიწა არ აქვს საკუთრებაში, როგორ ხდება მათი თანამშრომლებისთვის პარკინგის ადგილის გამოყოფა?
- თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირება დაშვებულია სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, რომლებზეც დამონტაჟებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები დგომის ხერხის მინიშნებით და აგრეთვე სავალ ნაწილზე დატანილია საგზაო მონიშვნა. ზემოთხსენებულ ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გაჩერება შეუძლია ნებისმიერ
პირს იმ შემთხვევაში, თუ გადახდილია პარკირების საფასური და დაცულია დგომის ხერხი. შესაბამისად, ექსკლუზიური უფლების გაცემა ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე არ ხორციელდება.

- ვალდებულია თუ არა ორგანიზაცია, ჰქონდეს პარკინგის ადგილი?

- აღნიშნული ტიპის ვალდებულებას დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

- ქალაქის ცენტრში ბევრი ასეთი ოფისის არსებობა ქმნის თუ არა დამატებით საცობის გაზრდის შანსებს და თუ ქმნის, თავიდან ასაცილებლად რა გეგმა აქვს მერიას?
- თბილისის მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

- ქალაქში არსებობს ე.წ. ხელოვნური კუნძულები. რამდენად ქმნიან ისინი ავარიულ სიტუაციებს და საცობებს?
- ე.წ. "ხელოვნური (უსაფრთხოების) კუნძულებზე" ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომა ან/და გაჩერება აკრძალულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ კუნძულებზე კანონდარღვევით მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს საფრთხეს საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის.

- იყო საუბარი მრავალსართულიან "პარკინგზე", რომელიც იყო მერის იდეა, რა ეტაპზეა ეგ გეგმა?
- დედაქალაქის მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE
13:23 / 12-03-2016
nato
0
ტაშკენტის ქუჩის მაცხოვრებლები მედიქლაბჯორჯიას გამო დატანჯულები ვართ, საერთოდ არ არის პარკირების ადგილები და სახლში მისულები სულ ცოტა ნახევარი საათი აწრეებს ვურტყავთ მიმდებარე ქუჩაზე მაინც რომ გავაჩეროთ და თუ მოვახერხეთ და გავაჩერეთ დილით ჯარიმა გვხვდება ხშირ შემთხვევაში. ამ პატარა ქუჩის გადატვირთულობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.პატრონი არ გამოჩნდა და რაზე მუშაობენ ვერ მესმის, სად ჩანს მუშაობა.
13:11 / 12-03-2016
nato
0
ტაშკენტის ქუჩის მაცხოვრებლები მედიქლაბჯორჯიას გამო დატანჯულები ვართ, საერთოდ არ არის პარკირების ადგილები და სახლში მისულები სულ ცოტა ნახევარი საათი აწრეებს ვურტყავთ მიმდებარე ქუჩაზე მაინც რომ გავაჩეროთ და თუ მოვახერხეთ და გავაჩერეთ დილით ჯარიმა გვხვდება ხშირ შემთხვევაში. ამ პატარა ქუჩის გადატვირთულობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.პატრონი არ გამოჩნდა და რაზე მუშაობენ ვერ მესმის, სად ჩანს მუშაობა.
მსგავსი სიახლეები
წვიმით და საცობით შეწუხებული თბილისელები "ფეისბუქზე" იოხებდნენ გულს
წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორმხრივად
"მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე"
+PHOTO კადრებში კარგად ნაცნობი პეკინის ქუჩის ცნობა, შესაძლოა გაგიჭირდეთ კიდეც
+VIDEO| მიზეზი პეკინის გამზირზე გზის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაა
თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ლექვინაძე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:00 / 20-10-2017  Image როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - NASA-ს მეცნიერების პასუხები საინტერესო კითხვებზე
რადიაციამ შეიძლება, იმოქმედოს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ფენებში დაფრინავენ
12:50 / 20-10-2017  Image თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია
ვის და როდის გადასცემენ თბილისის გასაღებს
17:50 / 20-10-2017  Image "ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ეს ტრანზიტი ადამიანებს უბიძგებს რომანტიული კავშირებისაკენ"
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49