კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:26 / 11-03-2016
თბილისის ერთ-ერთი სკოლის ხუთმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა - რა კომენტარს აკეთებს სკოლა და შსს
თბილისში, გლდანის რაიონის ერთ-ერთი სკოლის ხუთმა მოსწავლემ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. არსებული ინფორმაციით, მეშვიდეკლასელებმა - ერთმა ბიჭმა და ოთხმა გოგონამ ხელებზე დაზიანებები რამდენიმე დღის წინ, საღამოს საათებში, სახლში მიიყენეს.

AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ვითარებაში გასარკვევად სკოლაში მივიდა. უფროსკლასელების უმრავლესობისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილია. მათი ნაწილი აღნიშნულ ფაქტს გარკვეულ სექტასა და რიტუალს უკავშირებს. ბავშვების ინფორმაციით, მათ გაიგეს, რომ მეშვიდეკლასელებმა ვენები გადაიჭრეს, კატებს აწამებენ და შესაძლოა, გარკვეულ სექტას წარმოადგენენ. ნაწილის თქმით კი, მოსწავლეებმა ერთმანეთს მიაყენეს დაზიანებები.

რაიმე რიტუალთან კავშირს გამორიცხავს სკოლის დირექტორი. როგორც მან AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ერთმა გოგონამ სახლში ხელი ნემსით, მეორემ კი რკინის სახაზავით დაიზიანა. მისი ინფორმაციით, გოგონების აღნიშნული ქმედება "თამაშისმაგვარი" საქციელით არის გამოწვეული და მოსწავლეებს მხოლოდ ნაფხაჭნები აქვთ. ქმედების მოტივი დირექტორისთვის უცნობია. მისი თქმით, ბავშვებს მიზეზებზე საუბარი არ სურთ.

სკოლის დირექტორმა აღნიშნულ მოსწავლეებთან და მათ დამრიგებელთან გასაუბრებაზე უარი გვითხრა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია მანდატურის სამსახური და ბავშვები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსწავლეების მიერ ვენების გადაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ბავშვებს ხელებზე ნაკაწრები სხვადასხვა დროს აქვთ მიღებული. მათი თქმით, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა მოსწავლეები და მათი მშობლები პოლიციაში გასაუბრების მიზნით არიან დაბარებულნი.

ანა მარშანია
AMBEBI.GE
22:50 / 11-03-2016
ლია
0
სკოლებს ძალიან კარგი პატრონები ჰყავს. იმ ბავშვებს თუ ყავთ სახლში პატრონები? გასარკვევია მშობლები რას საქმიანობენ და რით არიან დაკავებულები.
20:44 / 11-03-2016
valia
0
ვაი, საც ოდაო მასწავლებელო, გაუბედურებულო, პატივაყრილო, ყველაფერი ხომ შენი ბრალია თუ მოზარდმა რაიმე მოიწია თავზე, შენი ღირსება და პატივი ხომ აყრილია და აყრილია, ბავშვების თვალში შენ ხარ ნული, იმიტომ რომ როგორ ბედავ და მშობელს ეხმარები შვილის აღზრდაში,
მსგავსი სიახლეები
ბავშვის იძულება, შეიკავოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ეს არის ძალადობის ფორმა
თბილისის ყველა ცენტრალური დასახლება ოდესღაც ქალაქის გარეუბანი იყო
მოსწავლეებმა უკვე მიმართეს განათლების სამინისტროს და ახლა უწყებიდან პასუხს ელოდებიან
ბოლო ზარი საქართველოს ყველა სკოლაში უკვე დაირეკა
მემარცხენე პოლიტიკოსები თვლიან, რომ შვედეთის საგანმანათლებლო სისტემაში არჩევანი ზედმეტად თავისუფალი გახდა
"ვფიქრობთ, რომ ცხრილი შედარებით განვტვირთოთ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:18 / 29-05-2017  Image ე.წ. კანიბალიზმის საქმის უცნობი დეტალები
+VIDEO საზარელი მკვლელობა გასული წლის 19 ოქტომბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა
20:38 / 29-05-2017  Image პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ - "მათი უმრავლესობა რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს"
"მათ შესახებ ხსენებულ კვლევამდე ინფორმაცია არ არსებობდა"
13:47 / 29-05-2017  Image ავარია გორში: მოსწავლეები ბოლო ზარზე მანქანით ხეს დაეჯახნენ
მანქანაში 5 ახალგაზრდა იჯდა
11:33 / 29-05-2017  Image როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სკოლაში შვილს უჩაგრავენ - ფსიქოლოგი და იურისტი ბავშვთა უფლებებზე
ბავშვის იძულება, შეიკავოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ეს არის ძალადობის ფორმა
16:53 / 29-05-2017  Image ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა
ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49