"სუხიშვილების" კონცერტი კიევში, სცენაზე ასული მიხეილ სააკაშვილი და "მოჯადოებული" ნიკა გვარამიას პოსტი

"სუხიშვილების" კონცერტი კიევში, სცენაზე ასული მიხეილ სააკაშვილი და "მოჯადოებული" ნიკა გვარამიას პოსტი

10 მარტს კიევში სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტი შედგა. შოუს კიევის კულტურის სასახლემ უმასპინძლა. ქართული ცეკვის სანახავად დედაქალაქის კულტურის მთავარ დარბაზში ასობით უკრაინელი შეიკრიბა. ბილეთების ფასი კონცერტებზე, რომელიც კიდევ სამ დღეს გაგრძელდება, 20-60 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

"ისინი არიან მსოფლიოს მერვე საოცრება, ისინი არ ემორჩილებიან გრავიტაციას! მომაჯადოვებელი საცეკვაო შოუ, რომელიც გაოგნებს წარმოუდგენელი სიზუსტითა და მოცეკვავეების გეომეტრიული მოძრაობებით, მამაკაცურობისა და გრაციოზულობის იდეალური შეხამება, ემოციის აფეთქება - ეს მცირეა იმ მახასიათებლებიდან, რითაც გამოირჩევიან საქართველოს ნაციონალური ბალეტის ბრწყინვალე მოცეკვავეები", - ასე წარადგენენ უკრაინულ მედიაში სუხიშვილების ანსამბლს.

იხილეთ ვიდეომასალა კონცერტიდან

კონცერტის დასრულების შემდეგ, როცა ილიკო და ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებთან ერთად მადლობას უხდიდნენ აუდიტორიას, სცენაზე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ავიდა.

კიევში გამართულ კონცერტს ეხმაურება "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც წარმოდგენას ესწრებოდა: "რამდენჯერაც სუხიშვილების კონცერტზე ვიყავი, იმდენჯერ რაღაც ეპოსში მოგზაურობის შეგრძნებით წამოვედი. ახლა კიევში მოვხვდი ამ ჯადოქრობაზე და ასე მგონია, გული გამისკდება ბედნიერებით, რომ ჩემი ქვეყანაა ეს ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება და რასაც აღფრთოვანების ისტერიით ხვდება უკრაინელი მაყურებელი", - წერს აღფრთოვანებული ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია