უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 14 მარტს, დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვარაზის ხევის, ატენის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ბაზალეთის, თამარაშვილის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის და ქუთათელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მე-3 მასივის VI, VII, VIII და IX კვარტლების, აეროდრომის დასახლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს შეეზღუდებათ.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV-ა და IV-ბ მიკრორაიონების, გლდანის VI, VII და VIII მიკრორაიონების, სოფ. გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის, მაისურაძის, მიქატაძის, ხერგიანის და ბუგეულის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის კოსტავას, გელოვანის, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის II კვარტლის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგების შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია