ვინ არის 17 წლის გოგონა, რომელსაც გიორგი მღებრიშვილმა ერთი დღით შს მინისტრის პოსტი დაუთმო

ვინ არის 17 წლის გოგონა, რომელსაც გიორგი მღებრიშვილმა ერთი დღით შს მინისტრის პოსტი დაუთმო

17 წლის ქეთევან მჟავანაძე ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარია. გოგონას შინაგან საქმეთა მინისტრმა სურვილი აუსრულა და შს სამინისტროში უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა ქეთევანს სამუშაო კაბინეტი და სამინისტროს შენობა დაათვალიერებინა, შემდეგ კი საკუთარი ავტომანქანით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშიც მიიყვანა, სადაც გოგონას საჩუქრად პატრულ-ინსპექტორის ფორმა და სიმბოლური სუვენირები გადასცეს.

სამინისტროში სტუმრობის შემდეგ, ქეთევანს შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენიმე საათით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად თბილისის ქუჩებში პატრულირება განეხორციელებინა.

ბერი ანდრიას ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება.

ფონდის ერთ-ერთი პროექტის თანახმად, ბენეფიციარები მათთვის სასურველ მინისტრს ხვდებიან და ერთი დღით სიმბოლურად მათ თანამდებობას იკავებენ.

იხილეთ ვიდეო

აღნიშნული პროექტით ბერი ანდრიას ფონდი ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, განვითარებასა და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია