მაკა ჩიჩუა და პატარა თემო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის გახსნაზე

მაკა ჩიჩუა და პატარა თემო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის გახსნაზე

გუშინ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული ფოტოგამოფენით - "ჩემი მეგობარი" გაიხსნა. კვირეული 21 მარტს დასრულდება - ამ დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

გახსნას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შვილთან - თემო მარგველაშვილთან ერთად დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ| მაკა ჩიჩუას ემოციური განცხადება სკანდალურ კადრებზე

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო 25 თანამედროვე ფოტოხელოვანის მიერ გადაღებული, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა პორტრეტები. აღნიშნული გამოფენის ორგანიზატორი კავშირი "ჩვენი ბავშვები" გახლდათ. თემის ფარგლებში 21 მარტამდე სხვადასხვა აქტივობა, დისკუსია, კონფერენცია, მსვლელობა და სპექტაკლი იგეგმება.

ღონისძიებას ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, რომელთაც სოლიდარობა გამოუცხადეს შეკრებილ საზოგადოებას. ია ფარულავა, ზალიკო ბერგერი, დიკო ჯოჯუა, ეკო ფანგანი... ამ უკანასკნელთან ერთად თემომ იპოზიორა კიდეც და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ეკომ მიაწერა: "სითბო და სიტკბო არის ეს ბიჭი და მასთან ჩახუტება - ბედნიერება...".

იხილეთ ფოტოგალერეა

ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით გზა გადაკეტეს

"არაფერი მძიმე ოპერაცია არ ჰქონდა გადატანილი...არაფერი არ აწუხებდა" - გარდაცვლილი ექთნის დედის პირველი კომენტარი

საქართველოში კორონავირუსის 262  ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში