"მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო" - ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირ ეთერში პასუხობს

"მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო" - ინგა გრიგოლია მუქარას პირდაპირ ეთერში პასუხობს

"მე ინგა გრიგოლია ვარ, შვილი, დედა, მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება" - ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში იმ მუქარას, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში ინტერნეტსივრცეში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება:

"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო და მაყურებელო. ვინც იცით და ჯერ კიდევ არ იცით,  დღეს კიდევ ერთი ფარული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სხვებთან ერთად, პირადი კადრების გასაჯაროვებით მეც დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მოგესალმებით ყველას, ვინც ბოლო ორ ათეულ წელზე მეტია მიყურებთ და მისმენთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ. მოგესალმებით თქვენც, ვისაც ასე ძალიან გინდათ, რომ მე ახლა აქ არ ვიჯდე. მოგესალმები შენ, ვისაც ასე ძალიან გინდა, რომ შანტაჟის შიშით ქვეყანა დავტოვო და ჩემს საქმეზე უარი ვთქვა. ქალი, შვილი, დედა, და, მეგობარი, მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში, მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც. წლების წინ მე შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე დღემდე გამოუძიებელი დევს სოდში, თუმცა არასოდეს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია. ეხლა კი გადავწყვიტე სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, რომელი თაობაც ამ სახელმწიფოსთან ერთად, ამ პლიოტიკოსებთან ერთად გაიზარდა...

იხილეთ გრიგოლიას ვიდეომიმართვა

მე იმ თოაბის ჟურნალისტი ვარ, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოჰყვება ამ სახელმწიფოს... მე და ჩემი კოლეგები, იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომელსაც ყველაფერი ნანახი გვაქვს... თუმცა აღმოჩნდა, რომ ის რაც ვნახეთ ჩვენი თვალით, ის პროცესები, რაც ჩვენ გავაშუქრეთ ჟურნალი ყოფილა... თურმე 2016 წლის 14 მარტი წინ ყოფილა... დღეს 2016 წლის 14 მარტია... ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი დილა მუქარით გათენდებოდა... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მუქარის შესახებ არც მეტი არ ნაკლები, ჩემი შვილისგან გავიგებდი... ჩემი შვილისგან, რომელიც ამ სახელწიფოსთან, ჩვენთან ერთად გაიზარდა.. შენ თუ თქვენ, ვისაც ასე ძალიან გინდა და გინდათ, რომ მე ახლა ამ ეთერში არ ვიჯდე, ქვეყნიდან წავიდე, გაგიკვირდებათ და არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე... სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე... არსად წასვლას არ ვაპირებ! დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას...... დღეს 2016 წლის 14 მარტია... თბილისიდან 2-3 საათის საფრენზე, ანკარაში 34 უდანაშაულო ადამიანი ალბათ ყველაზე დიდ ბოროტებას, ტერაქტს შეეწირა... ჩვენგან რამდენიმე ათას კილომეტრში... სირია ცეცხლის ალშია გახვეული... მსოფლიოს მომავალი ბედი წყდება და ამ დროს აქ, თბილისში ვიღაც აფეთქების გარეშე ტერაქტს გვიწყობს... მე, ინგა გრიგოლიას კი არა, ჩემ შვილ მარიამს კი არა, ჩემს ოჯახს კი არა, ჩემს მეგობრებს კი არა, პოლიტიკოსებს კი არა... ყველას ვინც ახლა მიყურებს ან არ მიყურბს, ყველას, ვინც ახლა ბაზრობაზეა ლუკმაპურის საშოვნელად, მეტროს მემანქანეს, რომელიც დილის ხუთი საათიდან გვირაბშია, იმათ, ვინც ახლა ჯარიაშენში საკუთარი თვალით უყურებს მცოცავ ოკუპაციას, იმათ, ვინც დღეს დილით ბავშვები ბაღში და სკოლაში მიაცილა, იმათ, ვინც ახლა მერხებთან ზის და სწავლობს, რომ მერე უკეთეს საქართველოში იცხოვროს, იმათ ვინც დღეს უნივერსტიტში საპროტესტო აქციაზე დგას, იმათ ვისაც დღეს პაემანი აქვს საყვარელ ადამიანთან, იმას, ვინც დღეს ბანკში კრედიტი გადაიხადა, იმათ ვინც, საგაზაფხულო ხვნა-თესვისთვის ემზადება, ვინც საკრებულოში, გამგეობაში, წარმატებულ კომპანიაში მუშაობს, იმ რაგბისტებს, ვინც 2 დღის წინ რუსეთი კიდევ ერთხელ დაამარცხა, იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, იმ მომავალ დედებს, რომლებიც ახალი სიცოცხლის მოლოდინში არიან, ყველას იმას ვისაც, ჰგონია რომ ეს მას არ ეხება... ეს პირადი ტერაქტი ჩვენ ყველას ერთად გვეხება... ამიტომ არ ვაპირებ მე გაჩუმებას ჩემი შვილის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უფლებებისთვის ბრძოლა ახლა იწყება. დღეს 2016 წლის 14 მარტია, გამარჯობა, მე ინგა გრიგოლია ვარ და ვიწყებ...", - განაცხადა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში.

youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ჩანაწერი დღეს გავრცელდა. ვიდეოს ამტვირთავი ფარული ჩანაწერების სერიის გავრცელებით იმუქრება.

ასევე წაიკითხეთ:

"დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ" - ინგა გრიგოლია მუქარაზე

მოქმედ პოლიტიკოსებს youtube-ზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია