თსუ-ში PALITRATV.GE-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თსუ-ში PALITRATV.GE-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თსუ-ს პირველ კორპუსში შევარდნილი აგრესიული ჯგუფის წევრებმა არამხოლოდ აქციის მონაწილეებს, ჟურნლისტებსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ "ლიბერალის" ჟურნალისტს სოფო გოგიშვილსა და PALITRATV.GE-ს ჟურნალისტ მარიამ ლორთქიფანიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტები ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმაც დაკითხეს.

იხილეთ ვიდეო

"ინფორმაცია გავრცელდა, რომ უნივერსიტეტის ქვედა გასასვლელიდან ვიღაცეები აპირებდნენ შესვლას. დაცვა მობილიზებული იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა რამდენიმე შენიღბული ადამიანი ჩვეულებრივად შემოვიდა. საბედნიეროდ, ეს კადრები გადავიღე. როდესაც ზემოთ ავედი, დავინახე როგორ უჭერდა "ლიბერალის" ჟურნალიტს ვიღაც ყელში, შემდეგ ტელეფონი წაართვეს... წივილ-კივილის შემდეგ დაუბრუნეს, მაგრამ ყველაფერი, რაც ჟურნალისტმა გადაიღო, წაშლილი იყო. როდესაც მიხვდნენ, რომ მეც გადაღებული მქონდა მასალა, ჩემს მიმართაც იგივე ქმედებები განახორციელეს. საბედნიეროდ, კადრების გადაგზავნა მოვასწარი", - აცხადებს მარიამ ლორთქიფანიძე.

ამ დროისთვის ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას მისაღებში ვითარება განიმუხტა. დაცვის თანამშრომლებმა სტუდენტების დამშვიდება შეძლეს.

იხილეთ: ლადო პაპავა თანამდებობაზე რჩება - რექტორის მისაღებში ვითარება განიმუხტა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია