"რომ იცოდეთ ქორწინება რა მოსაწყენია, ერთი სქესის ადამიანები კი არა, ქალები და კაცებიც აღარ დაქორწინდებოდნენ"

"რომ იცოდეთ ქორწინება რა მოსაწყენია, ერთი სქესის ადამიანები კი არა, ქალები და კაცებიც აღარ დაქორწინდებოდნენ"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, რომ კოალიცია მხარს დაუჭერდა კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომლის მიხედვითაც ქორწინება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, ისე განიმარტებოდა, საკნონდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა. მართალია "რესპუბლიკური პარტია" ამ ცვლილებების მოხმრე არ არის, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმ 80 დეპუტატისთვის, რომლებმაც ამ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართეს. ვინაიდან, დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია ამ საკანონმდებლო ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი, ამ საკითხის გატანის შანსი თითქმის არ არსებობს. ამიტომაც, გამოითქვა ვერსიები, რომ ეს განცხადება მხოლოდ პოპულიზმზეა გათვლილი, თუმცა, სხვების თქმით, საკითხის დასმა სრულიად ლეგალურია...

რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე საზოგადოების წარმომადგენლები?

შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:

- ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, კონსტიტუციაში იქნება თუ არა ეს ჩანაწერი. არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა და ამის შეცვლას პარლამენტში ხმათა უმრავლესობა სჭირდება, კონსტიტუციის შეცვლას კი - ორი მესამედი. ოდესმე საქართველოში, ათწლეულების ან ასწლეულების შემდეგ, დადგება დრო, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ დამოკიდებულება უფრო ლმობიერი იქნება, ხალხი ამას დაეთანხმება. რის შემდეგაც პარლამენტი კანონის შეცვლაზე დაიწყებს

მუშაობას და შეცვლიან კონსტიტუციასაც. რადგან იქამდე შორია, მიმაჩნია, რომ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, ამით არაფერი ფუჭდება. კონსტიტუციაში ჩაწერით ვითომ უფრო ამყარებენ იმას, რომ არ დაიშვას ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ ამის შესაძლებლობას ამ ეტაპზე ისედაც ვერ ვხედავ. ჩვენში საზოგადოებრივი აზრი არ არის მზად ამისთვის, წარმოდგენა არ მაქვს ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად როდის იქნება.

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:

- თქვენ რომ იცოდეთ ქორწინება რა მოსაწყენია და როგორ აფუჭებს ეს შტამპი ქალისა და კაცის ურთიერთობას, ერთი სქესის ადამიანები კი არა, ქალები და კაცებიც აღარ დაქორწინდებოდნენ. ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ეს კანონი საჭირო, ვისაც როგორ გაუხარდება, ისე უნდა მოიქცეს, თუმცა არც იმას ვფიქრობ სწორად, რომ ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალული იყოს, რადგან აკრძალული ხილი უფრო ტკბილი და სასურველია.

გაგრძელება

"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე

ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი

"ვაქცინის შემოტანის კომპონენტში უარყოფითი გარღვევა დაგვემართა, მაგრამ არ შეიძლება, არაფრად ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება" - რას ამბობს ცერცვაძე პროცესში კერძო სექტორის ჩართვაზე