ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:54 / 16-03-2016
როგორ გავარკვიოთ გვითვალთვალებენ თუ არა - ინტერნეტში პირადი ინფორმაციის დაცვის მექანიზმები
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოება კიდევ ერთხელ სერიოზულად დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად არის დაცული ინტერნეტმომხმარებლის და არა მარტო მათი, პირადი ინფორმაცია, მიმოწერა, საუბრები და ა.შ.

საიდან შეიძლება გაჟონოს პირადმა ინფორმაციამ ინტერნეტში და არსებობს თუ არა თვალთვალისგან თავდაცვის მექანიზმი - ამ საკითხებზე AMBEBI.GE კიბერდანაშაულის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხებში ექსპერტს, უჩა ზაქაშვილს ესაუბრა.

- რომელია "სუსტი ხვრელები", საიდანაც შეიძლება პირადმა ინფორმაციამ გაჟონოს?
- პირადი ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მთავარი მეთოდი არის უკონტროლო მიყურადება და მოსმენა, ანუ როცა სასამართლოს ნებართვის გარეშე საგამოძიებო ორგანოები ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობის დროს ნახულობენ პირად მიმოწერას და ა.შ. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ეს ინფორმაცია გამოძიებას სჭირდება. აქ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ თუ შემდეგ ეს მოპოვებული მასალები ოფიციალურად გამოსაყენებელ ინფორმაციად არ დასჭირდათ, შეუძლიათ სასამართლოს აღარ მიმართონ ამ დოკუმენტების კანონიერად ცნობისთვის და სწორედ ეს ქმნის ამდენი უკანონო ჩანაწერის წარმოშობის შესაძლებლობას. არ არსებობს იმის კონტროლი, თუ რამდენი ინფორმაციის მოპოვება ხდება ასეთი წესით და შემდეგ სწორედ ასე მოპოვებული ინფორმაციის გაჟონვა ხდება.

- ვის აქვს პირადი ინფორმაციის ხელში ჩაგდების ბერკეტები?
- ინტერნეტ-მიმწოდებლებს, ანუ იმ კომპანიებს, რომელიც აბონენტს ინტერნეტით უზრუნველყოფს და მეორე, საგამოძიებო ორგანოებს, ისიც ამ ინტერნეტ-მიმწოდებლებთან დუეტში, იმიტომ, რომ ჩვენი ინტერნეტ-კომუნიკაციის ჩაწერის ან მიყურადების მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა სხვას არ გააჩნია.

- შეიძლება თუ არა გამოვლინდეს უცხო ქვეყნიდან ატვირთული ვიდეოს ავტორი?
- საერთოდ, ასეთი ვიდეოს ატვირთვის დროს იყენებენ შეცვლილ სერვისებს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებლის IP მისამართი გადამისამართდეს, ანუ შეიძლება ვიდეო თბილისიდან ატვირთო, მაგრამ ამ სერვისის საშუალებით გამოჩნდება, რომ ატვირთე მაგალითად ფრანკფურტიდან და არ იყოს მიბმული შენს რეალურ IP მისამართზე. მაგრამ საქართველო არის კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის წევრი ქვეყანა, რომელშიც შედის დაახლოებით 45 ქვეყანა და ისინი ერთმანეთთან მოქმედებს 24/7-ზე ქსელით და ამ კონვენციის წევრი ქვეყანა ვალდებულია, რომ ასეთი გამოძიების დროს მიაწოდოს ინფორმაცია. თუ აღმოჩნდა რომ IP მისამართი იყო ჰოლანდიიდან და ეს უკანასკნელი ამ კონვენციის წევრი ქვეყანაა, ვალდებულია, უმოკლეს ვადებში იმ IP მისამართზე მიაწოდოს ინფორმაცია.

- საერთოდ, როგორ გადიან ვიდეოს ამტვირთავზე შესაბამისი უწყებები?
- როდესაც ჩვენ ვირჩევთ ინტერნეტ-მიმწოდებელს, ნებისმიერი ფირმა, რომლის ინტერნეტსაც ვუერთდებით, გვანიჭებს უნიკალურ IP მისამართს, საიდანაც ხორციელდება ყველა აქტივობა, იქნება ეს ვიდეოს ატვირთვა, ინფორმაცის გაცვლა-გამოცვლა და ა.შ. შესაბამისად, გამოძიების მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნამდვილ IP მისამართზე გავიდეს, რადგან თუ ამას ვერ დაადგენს, ვერც ვიდეოს ამტვირთავს ვერ იპოვიან.

- ამ მხრივ რა საფრთხის შემცველია არალიცენზირებული, მოპარული პროგრამები?
- როგორც წესი არალიცენზირებული პროგრამებით ხდება სხვადასხვა ვისურული პროგრამების გავრცელება, რომელიც შემდეგ მისი გამავრცელებლის მიერ სათვალთვალოდ გამოიყენება. მაგალითად, თუ თქვენს კომპიუტერში მოხვდება ასეთი ვირუსული პროგრამა
You must have Flash Player installed in order to see this player.
- "ტროას ცხენი", შეუძლიათ თქვენი ლეპტოპის კამერიდან უსმინონ და უყურონ თქვენს პირად ცხოვრებას. ეს რისკი ახლავს არალიცენზირებულ პროგრამებს.

- ბოლო დღეებში, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გავრცელდა, ქართველი ინტერნეტმომხმარებლისთვის youtube დაიბლოკა. არის თუ არა ვიდეოპორტალის გათიშვა გამოსავალი, ამის ნაცვლად რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ?
- ეს არის დროებითი ღონისძიება, რომ ვიდეოს გავრცელება შეფერხდეს და ამ შემთხვევაში გამოძიების პოზიციას ვიზიარებ, ასეთი საიტები დროებით დაიბლოკოს, მაგრამ ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ეს ეფექტური სტრატეგია ვერ იქნება, უბრალოდ, დროებითი პრევენციაა.

- როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი მონაცემები, მაგალითად, სოციალური ქსელი, სკაიპი და ა.შ.
- გააჩნია, რისგან გვინდა თავის დაცვა. თუ მაგალითად, მხოლოდ უსაფრთხოებას ეხება, საეჭვო საიტებიდან არ უნდა გადმოვწეროთ ფაილები, უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პროგრამები. სხვა მხრივ, სახელმწიფომ და ინტერნეტმიმწოდებლებმა უნდა დაიცვან თავისი ინტერნეტ-მომხმარებლები, რომ მათი პირადი მონაცემები არ აღმოჩნდეს ისეთი ორგანიზაციების ხელში, რომლებიც შემდეგ ამას უკანონოდ გამოიყენებენ.

- როგორ უნდა ამოვიცნოთ არის თუ არა თვალთვალის პროგრამების ჩვენ კომპიუტერებში?

- თანამედროვე ანტივირუსებს აქვთ მოთვალთვალე პროგრამების აღმოჩენის ფუნქცია, უბრალოდ მათ სჭირდებათ განახლება, რომ ეს პროგრამა აღმოაჩინონ, რადგან მოთვალთვალე პროგრამებიც ახლდება ანტივირუსებთან ერთად. ეს არის ერთადერთი, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს და აღმოაჩინოს. თუ ანტივირუსი არ გვაქვს დაყენებული, ნამდვილად ვერ მივხდებით. რაც შეეხება ტელეფონს, გარდა თანამედროვე ტელეფონისა, რომელსაც ასეთი დამცავი პროგრამებით უზრუნველყოფა აქვს, მაშინ ვერ მივხდებით. დაცვა მოჰყვება ძირითადად "აიფონებს", თვითონ კორპორაცია იცავს, აპლიკაციებიც აქვს, მაგრამ იმდენად საიმედო მაინც არ არის, როგორც კომპიუტერული ანტივირუსი.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჩვენი პირადი ცხოვრების დასაცავად: "უამრავი უკანონო მასალაა, ეს რომ გამოყარონ, არ ვიცი რას დაემსგავსება სიტუაცია"
11:27 / 17-03-2016
მე და ჩემი ოჯახი უკვე რამდენი წელია ვართ თვალთვალის,გაქურდვის,ცინიზმის და ა.შ.ობიექტი. ამან უფრო მკვეთრი სახე მიიღო 2006 წლიდან, როდესაც დედაჩემი საკუთარ სახლში განსაკუთრებული ცინიზმით მოკლეს. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია! ჩვენ, უბრალო ადამიანებს(ადამიანი ყველა ადამიანია)ასე რომ გვექცევიან ეს არავის არ ადარდებს. ისე შედიან და გადიან სახლებში, ისე შეაქვთ და გააქვთ საყოფაცხოვრებო ნივთები(ბაცაცებს), რომ თითქოს მწერი შეფრინდა სახლში.ჰოდა ეს ბაცაცები არიან მართული ალბათ ძალოვანი სტრუქტურებიდან, სადაც სხედან გონებაშეზღუდული "ადამიანები", რომლებიც მარტო იმას ფიქრობენ:ეხლა ვინ გავამწაროთ?!
nananani
10:56 / 17-03-2016
აქ მთავარი პრობლემა იმაშია,რომ ჩვენ ხალხს არ ესმის ის მთავარი რამ რაც ფარულ ჩანაწერებთან მიმართებაში ხდება.ასეთი ჩანაწერები ყველა ქვეყანაში არსებობს და იარსებებს.ამას აკეთებს უშიშროებისა და სახელმწიფო სპეც სამსახურები.უბრალოდ განსხვავება იმაშია,რომ იქ,სხვა ქვეყნებში ასეთი რამ არ ბაზრდება და საჯარო არ ხდება.ჩვენთან კი ეს ყველაფერი ბაზრდება,რაც ჩვენი სპეც სამსაურებისა და სამთავრობო სტრუქტურების დილეტანტობის ნიშანია. ფარული ჩანაწერები ცნობად სახეებზე ყოველთვის ხდება ნებისმიერ ცივილიზებურ ქვეყანაში სპეც სამსახურების მიერ,ამაში გასაოცარი და გასაკვირი არაფერია.აბა რას უნდა აკეთებდეს უშიშროება და სპეც სამსახურები?-დიახ-დიახ თვალთვალი,მოსმენები ფარული გადაღებები და სხვა...ეს არის მათი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი აბა რა?-რა არის ამაში უცნაური და გასაკვირი?-აბა,სად გინახავთ ან სად გაგიგიათ,რომ უშიშროება და სპეც სამსახურები,კართოფილს თოხნიდნენ,ან ვაზს სხლავდნენ,ან ბამბას არჩევდნენ?-სწორედაც რომ ეგ არის მაგათი ყოველდღიური საქმიანობაა,ხელფასს მაგაში იღებენ,ოღონდ როგორც ზემოთ ავღნიშნე ამის გასაჯაროება არის შეცდომა და არ შეიძლება.სამწუხაროდ ჩვენ გვყავს დილეტანტი,არაპროფესიონალი მთავრობა და იმიტომ მოხდა ის რაც მოხდა.
kolosi
მსგავსი სიახლეები
ჩატარდა 6 საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, 5 ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები
ამის გაგება კაცებს ხანდახან უჭირთ ხოლმე - რა ღლის ქალს სახლში
"ბოლო ორი თვეა, აშკარად მანქანა დამყვება. მაგის მეტი რა ვიცი"
კანონპროექტს მხარი 58 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42.

"არაფერს ვამტკიცებ ცხადია - მაგრამ მაინც მოგიყევით. თუ დამთხვევაა - ერთობ უცნაური"
"თვალ­თვალს მიჩ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბას სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბით იკ­მა­ყო­ფი­ლებს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:55 / 27-08-2016  Image ვინ არის პრიმაბალერინა, რომელსაც 20 წლის მანძილზე საქართველოში არ უშვებდნენ
"ამ სიტყვების გამო 20 წელი აღარ ჩამომიშვეს საქართველოში"
09:19 / 27-08-2016  Image უახლესი ინფორმაცია მერაბ კვირიკაშვილის შესახებ, რომელიც რაგბის ფანებს გაახარებს
მეუღლის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მორაგბის შესახებ საზოგადოებას არაფერი სმენია
15:19 / 27-08-2016  Image "მის გვერდით ბიჭი იყო ჩაჩოქილი და ეხვეწებოდა, - ბომბორ, არ მოკვდეო"! - ქობულეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო"
20:24 / 26-08-2016  Image Samsung Galaxy Note 7 უახლესი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა
Samsung Galaxy Note 7 მფლობელს სთავაზობს გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი
10:43 / 26-08-2016  Image "არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ..."
"ამ საწყალ გოგოს, ლეკვივით რომ იყურება, სამი თვის წინ პატარა დაეღუპა"
კვირის ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49