განათლების სამინისტროში თსუ-ს სტუდენტებსა და დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრა ჩაინიშნა

განათლების სამინისტროში თსუ-ს სტუდენტებსა და დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრა ჩაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თსუ-ს ადმინისტრაციას მიმართავს, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რომელთანაც შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული შეხვედრის ორგანიზების დავალებით განათლების უწყებას პრემიერ-მინისტრმა მიმართა, რასთან დაკავშირებითაც გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია