ლევან გაჩეჩილაძე - ყველას პასუხისმგებლობა დადგება, თუ "მაესტრო" გაითიშება

ლევან გაჩეჩილაძე - ყველას პასუხისმგებლობა დადგება, თუ "მაესტრო" გაითიშება

შპს "ტელეკომპანია მაესტროს" გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია რომ დღეს "მაესტროს" გათიშვას აპირებენ.

როგორც გაჩეჩილაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველა აგებს პასუხს იმ შემთხვევაში თუ მაუწყებლობა გაითიშება. იგი მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის შეწყვეტა, ბაჩო კიკაბიძისა და ბაია გადაბაძის დაგეგმილი იქნება.

"მომივიდა ინფორმაცია, რომ საღამოს აპირებენ მაუწყებლობის გათიშვას. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ყველას პასუხისმგებლობა დადგება თუ "მაესტრო" გაითიშება. ეჭვი მაქვს, რომ მაუწყებლობის შეწყვეტას მე დამაბრალებენ, კაცს, რომელსაც შიგნით არ მიშვებენ. ეს ჩემი აზრით ყველაფერი ბაჩო კიკაბიძისა და ბაია გადაბაძის ეგიდით ხდება. თუ გაითიშება "მაესტრო", ისევ სამართებრივ გზას დავადგები. კრიმინალი თუ არის, მოვიქცევი ადეკვატურად. ზარალის მიყენების შემთხვევაშიც ადეკვატურად, სამართლებრივად მოვიქცევი. ვაფრთხილებ, რომ ყველა დაისჯება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძემ.

შპს "ტელეკომპანია მაესტროს" გენერალური დირექტორი, ტელევიზიაში შესვლის მიზნით, აღმასრულებლის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია