კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:33 / 16-03-2016
რომელია თბილისში ყველაზე მოთხოვნადი სკოლები და რა პირობებს უქმნიან მოსწავლეებს
კარგი სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაგვარებელი საკითხია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, სადაც სამწუხაროდ, განებივრებული არ ვართ მაღალი დონის განათლებითა და ხარისხიანი საჯარო სკოლებით.
შესაბამისად, ბევრი მშობელი არჩევანს ხშირად კერძო სკოლების სასარგებლოდ აკეთებს. თბილისში დღესდღეობით 250-მდე კერძო სკოლაა, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა პირობებს სთავაზობენ. პრესტიჟულობითა და მათზე მოთხოვნით რამდენიმე გამოირჩევა.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - თბილისში, 2001 წელს დაარსდა და ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლაა, სადაც სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. მენეჯმენტის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სწავლის საფასური გაიზრდება და წელიწადში 22 ათასი ლარი გახდება. "აკადემიაში მოსწავლეების ტრანსპორტირება შეკრების სპეციალური ადგილებიდან ხდება და სწავლის საფასურის საერთო ღირებულებაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წლიდან საფასური გაიზრდება, ცვლილება არ შეეხებათ სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებს. გარდა ამისა, გვაქვს დიდი საშეღავათო ფონდი, ყოველწლიურად ნახევარმილიონ ლარამდე ოდენობის. ამ ფონდით და თანხის ფინანსური შეღავათით ჩვენთან 75 მოსწავლეა", - აღნიშნა აკადემიის წარმომადგენელმა.

ბრიტანულ-ქართული აკადემია - 2006 წელს დაარსებულ აკადემიაში ქართული და ინგლისური სექტორია. ფასები კი შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული დეპარტამენტი: სკოლამდელი განათლების ცენტრი - წელიწადში 3200$ ექვივალენტი ლარში; I - VIII კლასი - 4200$ ექვივალენტი ლარში; IX - XII კლასი - 4700$ ექვივალენტი ლარში. ბრიტანულ დეპარტამენტში, სადაც მხოლოდ მოწვეული უცხოელი პედაგოგები ასწავლიან, სწავლის ღირებულება წელიწადში 7 100 $ იდან - 10 400 $ მდე იწყება. სკოლა ერთი ოჯახის შვილებს შეღავათებს უკეთებს და მათ გადასახადებს ინდივიდუალურად განიხილავს. გადასახადი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვების, ხოლო ყველა მოსწავლისთვის ტრანსპორტირების საფასურს ითვალისწინებს

წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა - ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სკოლაა, რომელიც წელს დაარსების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლა ბაგებში, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე მდებარეობს. სკოლაში სწავლის საფასური 4 700 ლარია და 2-ჯერად კვებას,
სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს - მათ შორის ცურვასა და რაგბის, გახანგრძლივებულ გაკვეთილებსა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. სკოლაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ოჯახებისთვის, რომლებიც მეორე შვილს შეიყვანენ, ხოლო მესამე ბავშვის შემთხვევაში ფასდაკლება 15%-ია. პირველი სასწავლო წლის განმავლობაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცლდება მეგობრებზეც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბავშვები ერთად შეიყვანონ წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში. ასევე 10%-იანი ფასდაკლება ეხება ოჯახებს, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობის საბავშვო ბაღით ისარგებლებენ განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები - რა ღირს, რა ხდება იქ და რით განსხვავდება სხვა სკოლებისგან
14:55 / 17-03-2016
hahaha
0
გაუნათლებელი ერი, ფული ყველაფერიაააააააააააააა
10:50 / 17-03-2016
იანა
0
დაუმახინჯეთ სული თქვენს შვილებს,თანხებით ავაჭრეთ,იმიტომაა არცეთს ნორმალური ოჯახი არ აქვს,არცერთი ბედნიერი არ არის.მოჩვენებითია თქვენი ბედნიერება.......
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:00 / 20-10-2017  Image როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - NASA-ს მეცნიერების პასუხები საინტერესო კითხვებზე
რადიაციამ შეიძლება, იმოქმედოს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ფენებში დაფრინავენ
12:50 / 20-10-2017  Image თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია
ვის და როდის გადასცემენ თბილისის გასაღებს
17:50 / 20-10-2017  Image "ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ეს ტრანზიტი ადამიანებს უბიძგებს რომანტიული კავშირებისაკენ"
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49