თსუ-ის თვითმმართველობა პირველი კორპუსის პიკეტირებას წყვეტს და მეორე კორპუსში ინაცვლებს

თსუ-ის თვითმმართველობა პირველი კორპუსის პიკეტირებას წყვეტს და მეორე კორპუსში ინაცვლებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ განაცხადა, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს. ბახტურიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თსუ-ს პიკეტირების საჭიროება აღარ არის. სწორედ ამიტომ ისინი მეორე კორპუსში გადაინაცვლებენ და თათბირის შემდეგ ცნობილი გახდება თსუ-ს თვითმმართველობის სამოქმედო გეგმა.

როგორც პაატა ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები 23.00 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შეიკრიბებიან.

"თსუ-ს პიკეტირება ბევრ პრობლემას ქმნის, იმიტომ, რომ სასწავლო პროცესი გაჩერებულია. აღარ არის საჭირო პიკეტირება, მეორე კორპუსში ჩვენ შევიკრიბებით 23.00 საათზე და გადავწყვეტთ თუ რას ვაპირებთ, დავსახავთ სამოქმედო გეგმას. პირველ კორპუსს კი შეუძლია აღადგინოს სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ჩვენს აქციას, გრძელდება და სამოქმედო გეგმა სწორედ 23.00 საათზე შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა პაატა ბახტურიძემ.

სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორებისგან შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს "აუდიტორია 115"-ის წევრებსაც შეხვდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია