ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები

ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატების ისტორიები

ბიზნესის დაწყება რთულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკვე არაერთი ახალგაზრდა ქართველი მეწარმეა, რომელსაც ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციით თავის დამკვიდრების სერიოზული შანსები აქვთ. გთავაზობთ ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენების წარმატებულ მაგალითებს.

1. ღვინის წარმოება. 22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი "ბაიას ღვინო" ცოტა ხნის წინ შექმნა. მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. ამჟამად "ილიაუნის" საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა.

ბაია აბულაძე: "ეს პროდუქტი ჩვენი ნაწილია, მაგრამ ბიძგი გვჭირდებოდა. ეს ბიძგი კი პროექტი "აწარმოე საქართველოში" გახდა. შემდეგი წარმატებული ნაბიჯი ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი - ნინო ზამბახიძე იყო, რომლებმაც ვთვლი, რომ "ბაიას ღვინო" ბრენდად გადააქციეს".

2. ვაშლის ჩიფსების წარმოება. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება. სტუდენტები უკვე 2 წელია ერთად მუშაობენ და მათი მთავარი მიზანი ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაა. პირველი იდეა ვაშლის ჩიფსების წარმოების შესახებ გუნდმა ბიზნესიდეების ერთ-ერთ კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა და 5 ათასი ლარი მოიგო. შემდეგი ეტაპი "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებული კონკურსი აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 10 ათასი ლარის მოგება შეძლო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია