დღის ფოტო: წვიმიანი ბათუმი და პრემიერი ქოლგით

დღის ფოტო: წვიმიანი ბათუმი და პრემიერი ქოლგით

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო. ძლიერი წვიმის მიუხედავად, მთავრობის ხელმძღვანელმა მიმდინარე სამუშაოები თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერა. ცერემონიას მასთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც ესწრებოდნენ.

ჟურნალისტებმა საინტერესო ფოტო გადაიღეს, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდება. კვირიკაშვილი ქოლგით ხელში ხაბაძესთან ერთად ტოვებს მშენებარე ობიექტს. კიდევ უფრო საინტერესო უკანა ფონზე მდგარი ავთანდილ ბერიძეა, რომელიც ამჯერად ქოლგისა და ქოლგის დამჭერის გარეშეა წვიმიან ბათუმში (ალბათ ყველას გახსოვთ ბერიძის ფოტოზე ატეხილი აჟიოტაჟი, რომელზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გვერდით ქოლგიანი ახალგაზრდა მამაკაცი მოჰყვება).

ბათუმის მრავალპროფილური რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. იგი თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით დაფინანსდება. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი 60-მდე გაიზრდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."