"ივანიშვილს არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, მხოლოდ მილიონებზე ფიქრობს" - ბასილ მკალავიშვილის პირველი კომენტარი სკანდალური მიმართვის შემდეგ

"ივანიშვილს არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, მხოლოდ მილიონებზე ფიქრობს" - ბასილ მკალავიშვილის პირველი კომენტარი სკანდალური მიმართვის შემდეგ

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ბასილ მკალავიშვილის მიმართვა გავრცელდა, რომელშიც გლდანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი იუწყება, რომ გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე და კიდევ რამდენიმე "სარწმუნოების მოღალატე" ანათემას გადასცა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში გადაწყვეტილებას განკვეთილი სასულიერო პირი ასე განმარტავს: "დღეს ძალიან დიდ განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან მთელი მსოფლიოს ანტიქრისტიანული ძალები მოპყრობილია საქართველოზე. რათა მოგვისპონ ის სარწმუნოება, რომელიც საუკუნეების მანძილზე შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა. დღეს ვაი ქართველები, სოროსის მიერ დაქირავებული ჩერგოლეიშვილი, ბოკერია, კაკაბაძე, დეისაძე და თუთბერიძე სისტემატურად გვაყენებენ შეურაცხყოფას, ამერიკელების მიერ დაქირავებული ტელევიზიებიდან. მე, როგორც სასულიერო პირი, სამშობლოს მოღალატე მამათმავლები გადავეცი ანათემას და თუ არ შეწყდება მათი პროპაგანდა ტელევიზიით, იმ არხების დირექტორებსაც გადავცემ ანათემას, ვინც მათ ეთერში იწვევს.

- რომელ არხებს გადასცემთ ანათემას? - პირველ რიგში "იმედს" გადავცემ ანათემას, ასევე "რუსთავი 2"-ს, "კავკასიას", "ტაბულას". როცა შევატყვე, რომ სოროსი აფინანსებდა "კავკასიას", მათთან გამოსვლა შევწყვიტე. რაც შეეხება "ტაბულას", მისი ყურება არ შეიძლება. არცერთ ტელევიზიას არ შესტკივა გული სამშობლოზე. შაჰ-აბასსაც არ გაუკეთებია ის, რასაც ესენი აკეთებენ. ადრე სირცხვილი იყო მამათმავლობა, დღეს კი ტელევიზორში გამოდიან და იგინებიან, თითქოს მართლმადიდებლობა და იესო ქრისტე არაფერია.

იხილეთ ვიდეო| ბასილ მკალავლიშვილი ანათემით დასჯის მორიგ ადრესატებს ასახელებს - პირველი ინტერვიუ განკვეთილ მღვდელთან ბოლო სკანდალის შემდეგ

- რა არის ანათემა? - ანათემა საშინელებაა, არამარტო თვითონ მათი შვილები და შვილიშვილებიც დაისჯებიან. ვინც ხატს და ჯვარს ებრძის, ის გადაეცემა ანათემას. ეს არის სპეციალური ლოცვა, რომელიც სახარებაში წერია, წმინდა მამების დადგენილებიდან მოყვანილია წყეული და შეჩვენებული იქნას ის, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ვნახე ბოკერიას მეუღლე და თუთბერიძე რას წერენ ერთმანეთს, მათ დიდი სჯა-ბაასი აქვთ, თავიანთი სატანური გეგმებით ააყროლეს ინტერნეტი. მათი მიზანია საქართველოს განადგურება და ამაში გრანტებს იღებენ. საპატრიარქოც ვერ უწევს მათ წინააღმდეგობას. დაშინებულები არიან ისინი, საქართველოს ამერიკის საელჩო მართავს. ჩვენ თუ გული შეგვტკივა, ისინი ვერ დაგვიმონებენ. რა მნიშვნელობა აქვს ამერიკა დამიმონებს თუ რუსეთი? დღეს საქართველო არ არის დამოუკიდებელი. პრეზიდენტი და პრემიერი "თავისუფლების ინსტიტუტში" არიან აღზრდილი და ისინი გაგვინადგურებენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. - ფიქრობთ რომ საპატრიარქო უნდა ერეოდეს ამ პროცესებში? - პატრიარქი მოხუცია, ვეღარ მართავს საპატრიარქოს და ყველა მღვდელი, რასაც უნდა იმას აკეთებს. ყველა მღვდელზე ცუდს ვერ ვიტყვი და ვერც პოლიტიკოსზე. გვყავს ხალხი, ვისაც გული შესტკივა მართლმადიდებლობაზე. ყოველთვის მოვუწოდებდი ივანიშვილს, ჩამოეშოებინა სატანისტები გვერდიდან, კერძოდ რესპუბლიკური პარტიის წამომადგენლები, მათი მიზანი იყო გურამ შარაძის მოკვლა. ის არ იღებდა ჩემს შეგონებას და იმას აკეთებდა, რაც სურდა. რატომღაც ივანიშვილს არ აინტერესებს მართლმადიდებლობა, მხოლოდ მილიონებზე ფიქრობს. სანამ პრემიერი გახდებოდა, აშენებდა ეკლესიებს, ხალხს ეხმარებოდა. მე რამდენჯერმე მივმართე მას ამ ეკლესიის მშენებლობისთვის დაგვხმარებოდა, მაგრამ ერთი ქვაც არ მოუცია. ჩვენ მისი კარიერიდან ვყიდულობდით მასალას. თუ ასე გააგრძელა და არ მოიშორა რესპუბლიკელები, ქვეყანაც დაღუპულია და თვითონაც.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს..." - ვინ არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც ბასილ მკალავიშვილმა ანათემას გადასცა

"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა