"სტუდია მაესტროს" თანამშრომლები ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

"სტუდია მაესტროს" თანამშრომლები ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ

შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლები კომპანიის ყოფილ დირექტორს, ბაია გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

როგორც "სტუდია მაესტროს" თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი, გადაბაძე თავისი შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაუშვას "მაესტროს" შენობაში და ვინ არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს დაწეროს განცხადება "მაესტროდან" წასვლაზე.

"მივმართავთ შპს "სტუდია მაესტრო"-ს დირექტორს, დამფუძნებლებს - მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, გია გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანს, საქართველოში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა და დასაქმებულთა შრომის დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ, შპს "სტუდია მაესტრო"-ს თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინიდისერად ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ ვერეოდით პარტნიორებს შორის მიმდინარე დავაში, რომელიც, ჩვენი აზრით, არ უნდა ეხებოდეს თანამშრომლებს. შექმნილ სიტუაციაში ჩვენთვის მორალურად და ფსიქოლოგიურად ისედაც მძიმეა დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ბოლო ერთი კვირაა კომპანიის ყოფილი დირექტორის, ეთერ გადაბაძის მხრიდან გახშირდა ჩვენზე თავდასხმები და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. ის თავისი შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაუშვას მაესტროს შენობაში და ვინ არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს დაწეროს განცხადება მაესტროდან წასვლაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთერ გადაბაძე მათ უკრძალავს შენობაში შესვლას. სამწუხაროდ, იყო არაერთი ფაქტიც თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის, რომლებმაც უარი თქვეს "მაესტროდან" გადასვლაზე. გარდა ამისა, ეთერ გადაბაძე ჩვენი, როგორც თანამშრომლების სახელს უსაფუძვლოდ იყენებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. აღნიშნული ქმედებებით ეთერ გადაბაძემ გაყო თანამშრომლები ორ ნაწილად და ერთმანეთს დააპირისპირა. ვფიქრობთ, რომ ეთერ გადაბაძე აღნიშნული ქმედებებით ცდილობს შეაფერხოს შპს "სტუდია მაესტრო"-ს ტელემაუწყებლობა. მოგიწოდებთ, შეისწავლოთ შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლების უფლებების დარღვევის და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი შრომითი უფლებები დაცული იქნება, მაესტრო მომავალშიც გააგრძელებს შეუფერხებელ მაუწყებლობას, ხოლო პარტნიორებს შორის არსებული დავები არ შეგვეხება თანამშრომლებს",- ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია