ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:27 / 18-03-2016
ვინ არიან სინამდვილეში "ოდეერები", როგორ არჩევენ შესაფერის კადრებს და სად ხდება მათი ჩანერგვა
ბოლო დღეებში თსუ-ში დაპირისპირებული სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, უნივერსიტეტიდან "ოდეერების" წასვლა იყო. რა არის "ოდეერი", როდის გაჩნდა და რატომ არსებობს ეს ინსტიტუტი, ამ და სხვა კითხვებზე კომენტარი უშიშროების გენერალს ანზორ მაისურაძეს ვთხოვეთ:

- ოდეერი ეს არის რუსული სიტყვების აბრევიატურა (ОДР Офицер действующего резерва), ხოლო ქართულად ეს ნიშნავს - მოქმედი რეზერვის ოფიცერი. მოქმედი რეზერვის ოფიცრებს უნივერსიტეტებში ნიშნავდნენ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს თავშესაფარი ჰქონოდათ. ადამიანი გაფორმებული იყო, პირობითად რომ ვთქვათ, რომელიმე უნივერისტეტში დეკანის მოადგილედ და თუ ეს ადამიანი საზღვარგარეთ წავიდოდა სამუშაოდ, მას ჰქონდა ნიღაბი, რომ ის იყო დეკანის მოადგილე. საელჩოს თანამშრომელი ხომ ვერ იყვირებდა - მე დაზვერვის თანამშრომელი ვარო, სწორედ ამისთვის ის გაფორმებული იყო სასწავლებელში ან რაიმე სხვა დაწესებულებაში. ეს ინსტიტუტი შეიქმნა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურს ჰქონოდა სათანადო "კრიშა" შემდგომი მუშაობისათვის.

უშიშროების სამსახურის მთავარი მიზანია ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების დაცვა და თუ "ოდეერი" არ იქნება უნივერსიტეტში, ან სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში და იქ ჩამოვა რომელიმე უცხოელი პროფესორი, როგორ უნდა გაიგო, ის მართლა პროფესორია, თუ შენიღბული აგენტი, ან თუნდაც ტერორისტი."ოდეერი" არ არის იმისთვის, რომ ადგილობრივ კადრებს უთვალთვალოს, მას ევალება ქვეყნის მტრის გამოვლენა.

- მსოფლიოს სხვა ქვეყნებში თუა ეს ინტიტუტი გავრცელებული, თუ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გვხდება?
- რა თქმა უნდა, ინგლისში ვერ გაიგებ ვინ დაზვერვის თანამშრომელია და ვინ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ასეა აშშ-ში, საფრანგეთში და მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

- რა კრიტერიუმებით ხდებოდა თანამშრომლების შერჩევა?
- ხდებოდა გადამზადებები კადრებისა, რომელებიც აკმაყოფილებდნენ იმ პირობებს, რაც უშიშროების თანამშრომლებს ევალებოდათ. საკმაოდ მძიმე სამუშაოა და მყარი ფსიქიკის მქონე უნდა იყოს ადამიანი, ვინც "ოდეერი" უნდა გახდეს. პირადად მე, როცა უცხოეთში წავედი და თუ ვინმე ჩემი ბიოგრაფიით დაინტერესდებოდა, იმას ხომ არ ვეტყოდი
უშიშროებაში ვმუშაობდი, ამიტომ ვამბობდი, რომ უნივერსიტეტში ვმუშაობ-მეთქი და მართლაც ვიყავი გაფორმებული, როგორც ინგლისური ენის სპეციალსტი, სინამდვილეში კი უნივერსიტეტში ხელფასიც კი არ ამიღია.

- გარდა უნივერსიტეტებისა, სად ხდე
ოდა "ოდეერები" ჩანერგვა?
- საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სხვა. ისეთი ორგანიზაციები სადაც ბევრი უცხოელი ტრიალებს და უცხო ქვეყნის აგენტურას უნდა ინფორმაციის მიღება, თორემ უნივერსიტეტში ყველაზე ნაკლებადაა საჭირო, მანდ არც უნდა ხდებოდეს "ოდეერების" ჩანერგვა. უნივერსიტეტი კარგად გამოიყენება საფარველად, თორემ იქ არაა საჭირო "ოდეერის" ჩანერგვა. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებამ მოახდინა მათი უნივერსიტეტში ჩანერგვა, რათა უნივერსიტეტში მიმდინარე ამბების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონოდათ.

- დღეს რა სახითაა საქართველოში "ოდეერის" ინსტიტუტი და რამდენადაა მისი საჭიროება?
- "ოდეერი" ყოველთვის უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა იყოს გონიერების ფარგლებში და უნდა იყოს იქ, სადაც საჭიროა. "ოდეერი" უნდა იყოს მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის და არა პირიქით.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
22:56 / 20-03-2016
ბელაჩაო
0
ოდეერებს დღევანდელი ხელისუფლება არასაჭირო ხალხის სამსახურებიდან გასაყრელად იყენებს და არა პირდაპირიდანიშნულებით, თუ არ მეთანხმება ვინმე შემეკამათოს !!!
10:24 / 19-03-2016
ალექს
0
ოდეერი პარლამენტარებიც თუ გვყავს ნეტავ ,მთავრობაში?
ხომ არ დავარქვათ საქართველოს ოდეერის სანავარდო რესპუბლიკა !?
ყანას ვინ გათოხნის ?
თითო ბარზე სამი ჩინოვნიკი ზის ,ამერიკას დააქცევენ !
მთავარი საშიშროება აქ ხელისუფლებაა!
ის უზურპატორია,ჩვენ არ აგვირჩევია,მოვიდა გადატრიალებით ზვიადისას,გააგრძელა გადამტრიალებლის გადატრიალებით მიშამ, მიშამ 640 ათასი მკვდარი სულით ჩატარებული არჩევნებით მოუგო გრეჩიხას, ივანიშვილმაც იგივე მკვდარი სიით ჩაატარა არჩევნები და მაინც მოიგო -მაგრამ ისიც და მაინც არალეგიტიმურია !
თუ არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს ,მაშ უზურპაციაც ეგაა არა !?
არარჩეული თუ არჩევით თანამდებობას იკავებს -უზურპატორია !?
მისი ყველა აქტი უკანონოა,ამიტომ ახლა გადავირჩიოთ ყველა ერთად ,არცერთი არ შევუშვათ,მერე 1991 წლიდან დღემდე ყველა კანონი ამათი - ნაცქოცმოქკავშირის მიღებული შევაჩეროთ ისე რომ ვაკუუმში არ აღმოვჩნდეთ ,მაგალითად ჯარიმების ,საურავების ,სასჯელების,განკულაკების წესების და მისი აღსრულებითი პრაქტიკის და სხვა მსგავსი არაადამიანური მუხლების ნაწილში დანარჩენი თავიდან დავწეროთ,არის ხალხი ამის მქმნელი ,ოდეერები მაგათ ყარაულობენ ამდენი ხანი ემანდ არ დაიწყონ ახლავე ქვეყნის გაკეთილშობიოლება და ღირსეული სახელის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს აღდგენაო !
მსგავსი სიახლეები
აუდიტორიის წარმომადგენლები ამ უბნის პიკეტირებასაც შეეცადნენ
რამდენიმე ათეული სტუდენტი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს
რექტორი გარკვეულ მოთხოვნებში "აუდიტორია 115"-ს ეთანხმება
"სტუდენტები ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას არ შეეგუებიან"
+VIDEO "ვიმყოფებით მე-6 კორპუსში. ავჭედეთ ორივე კარი და შენობა პიკეტირებულია"
შარვაშიძე მიიჩნევს, რომ შერჩევის წესი და თვითმმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს
"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით
"ვაპირებ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი ავამაღლო"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:39 / 23-07-2017  Image "რკინიგზელთა სახლთან" მომხდარი ინციდენტის დროს "პალიტრანიუსის" რეპორტიორი მსუბუქად დაშავდა
აღმაშენებლის გამზირზე დღეს ერთდროულად ორი აქცია გაიმართა
20:01 / 22-07-2017  Image "უცნობთან" დუეტი შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება
+VIDEO| "უწმინდესისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა და მინდა ცოტა ხნით გავერიდო ამ ყველაფერს"
13:24 / 23-07-2017  Image ისლანდიაში ჩანჩქერთან გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის მამა და სიძე ისლანდიაში წასვლას ცდილობენ
ნიკა ბეგაძის მამა და სიძე უკვე მეოთხე დღეა საბუთების მოწესრიგებას ცდილობენ
15:49 / 23-07-2017  Image თეა წულუკიანი "სნოს" გახსნის ცერემონიას შვილთან ერთად დაესწრო
+PHOTO სნოში დღეს პილიგრიმებისთვის 34- ადგილიანი სასტუმრო გაიხსნა
10:49 / 23-07-2017  Image უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49