ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:07 / 19-03-2016
"თითზე დენს გვიერთებდნენ და ჰაერში მაგდებდა სკამიანად" - ინტერვიუ აფხაზეთის ციხიდან გათავისუფლებულ პატიმრებთან
გასულ კვირას, საქართველოს ციხიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის 4 მოქალაქე გათავისუფლდა. მათგან სამი: გიგო ვალიშვილი, გიორგი ზასეევი და იოსებ კოჩიევი, ტერორიზმში იყვნენ დადანაშაულებულნი. ისინი 2005 წელს მომხდარ გორის ტერაქტში ამხილეს და სამივეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. შედარებით მსუბუქი ბრალდება ჰქონდა ბორის ტურაშვილს. წლებია, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მათ გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა ადრე ქართულ მხარესა და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, 10 თვის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება პატიმართა გაცვლაზე მოლაპარაკებებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან აწარმოებდა. აფხაზებიც ქართველების გათავისუფლების სანაცვლოდ, სწორედ იმ ოსი ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვდნენ. შეთანხმება შედგა და 10 მარტს ენგურის ხიდზე ქართველებმა ოსი პატიმრები აფხაზებს გადასცეს, მათ სანაცვლოდ აფხაზეთისა და ოსეთის ციხეებში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გათავისუფლდა.

პატიმრობიდან გათავისუფლებული მალხაზ რურუას ოჯახი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, ყოფილი ინტერნატის შენობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ოჯახს ძალიან უჭირს. უკვე სამი თვეა, ელექტროენერგიის საფასური ვერ გადაიხადეს და ამიტომ არც შუქი აქვთ და არც - წყალი. მალხაზ რურუა 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ მოულოდნელად დაუბრუნდა ოჯახს. მას სახლში მეუღლე და 3 შვილი ელოდა. იგი ჯერ ემოციების ქვეშაა და სოციალურ მდგომარეობაზე აქცენტს არ აკეთებს, მისთვის მთავარი ოჯახის გვერდით ყოფნაა. იმედია, ხელისუფლება ამ ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებს და დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში ან კეთილი ადამიანები დაუდგებიან გვერდით და სანამ ბატონი მალხაზი სამუშაოს მოძებნის, მის შვილებს სიბნელეში ცხოვრება არ მოუწევთ.

მალხაზ რურუა:
- გალში დაბადებული და გაზრდილი ვარ. განახლებაში ვცხოვრობდი. ომის შემდეგ ოჯახთან ერთად ზუგდიდში გადმოვედით, სოფელ ინგირში, ერთ-ერთ შენობას შევაფარეთ თავი და მას მერე იქ ვცხოვრობთ. ომის დროს გალში ჩემი სახლი მთლიანად დაიწვა, იქ აღარაფერი დამრჩა, მაგრამ პერიოდულად გალში მაინც გადავდიოდი, მიწას ვამუშავებდი, ვთესავდი სიმინდს, ლობიოს და ჩემს მიწაზე მოყვანილი პროდუქტები ზუგდიდში გადმომქონდა, შვილებისთვის საჭმელი რომ მომეტანა. გვიჭირდა, ოჯახს რჩენა ხომ უნდოდა? მაშინაც გალში მოსავლის ასაღებად წავედი. სახლამდე ვერ მივაღწიე, გზაში შევნიშნე აფხაზები და ერთ მიტოვებულ შენობას შევაფარე თავი. დამინახეს და სროლა ამიტეხეს. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს მეც თან მქონდა იარაღი. ფეხში დამჭრეს. დაჭრილი წამათრიეს, საშინლად მექცეოდნენ. იმ მოტეხილ ფეხზე მირტყამდნენ ხელკეტებს, ფეხს მაბიჯებდნენ და ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი. ცემა-ტყეპას არ მაკლებდნენ. ასე წამებით გადამიყვანეს ჯერ პოლიციის შენობაში, მაგრამ რადგან დაჭრილი ვიყავი, აგუძერის საავადმყოფოში მომათავსეს. 23 დღე საავადმყოფოში გავატარე, ოპერაცია გამიკეთეს. ექიმებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს გამოსაჯანმრთელებლად.

- რას გედავებოდნენ?
- მომაწერეს, თითქოს ვიღაცის მოსაკლავად ვიყავი საქართველოდან გაგზავნილი. თვითონ რაც აწყობდათ, იმ ბრალდებას მიყენებდნენ, ეს არ იყო მათთვის პრობლემა. მეუბნებოდნენ, - გალის კრიმინალური პოლიციის უფროსის, ბუავას მოსაკლავად იყავი შეგზავნილიო. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი, ეს ტყუილი იყო, იქ გავიგე მისი ვინაობა. მე უკვე დაკავებული ვიყავი, დაჭრილი საავადმყოფოში ვიწექი და ამ დროს მოკლეს თვით აფხაზმა სეპარატისტებმა ბუავა. მერე მოიგონეს, თითქოს ქართველების ჩადენილი იყო მისი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მკვლელობა. ბუავა ქართველი იყო, მაგრამ იმათთან მუშაობდა პოლიციაში. ალბათ ქართველი რომ იყო, ამიტომ მოიშორეს. მას პირადად არ ვიცნობდი. მე საქმე შემითითხნეს და მკვლელობაში დამდეს ბრალი. მოიყვანეს სეპარატისტებმა ჟურნალისტები და წამლით გაბრუებულს მათქმევინეს, თითქოს ვიღაცა მის მკვლელობაში მიხდიდა 50.000 დოლარს, აქედან 30.000 სხვას მივეცი და მე 20.000 დოლარი მრჩებოდა. არადა, ეს ყველაფერი სისულელე იყო. ჭკუიდან გადავდიოდი, მაგრამ რა მექნა, წამებით მათქმევინეს. `კაგებეს~ იზოლატორში საშინელი წამება გამოვიარე. ტერორიზმის ბრალდება მქონდა ფაქტობრივად წარდგენილი. სულ ცემა-ტყეპაში ვყავდი. მეუბნებოდნენ, - პარტიზანი იყავიო, ვიღაცების სურათებს მაჩვენებდნენ, - ესენი ამხილე, ვითომ გეხმარებოდნენო. ქართველების დასახელებას მთხოვდნენ, არადა, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობდი. იქ საშინელება ხდებოდა. მაშინ რომ 15-20 წლის იყვნენ აფხაზები, ქართველებს რომ კლავდნენ და ომობდნენ, ისინი დღეს 40-45 წლისები არიან, გაბოროტებულები და არავის ინდობენ. ვერ იტანენ ქართველებს, ეზიზღებათ. ჩემთან ერთად იჯდა გიორგი (ჟორა) ლუკავა, ის საშინელ დღეში ჰყავთ. მე იმას მაინც ვაღიარებ, რომ იარაღი მქონდა, მას არაფერი ჰქონია საერთოდ. გალელია, თავის სახლში იყო ჩასული, იქ ჟანგიანი ავტომატი დაუგდეს და ამ ბრალდებით დააკავეს. იქ ცხოვრობს ეს კაცი, სახლი იქ აქვს, სად წავიდეს? ყველას უჭირს დღეს, 9 შვილის მამაა და ალბათ რაღაც მოსავალი რომ მოეყვანა თავის ეზოში, იმიტომ იყო ისიც წასული თავის სახლში. გალის სოფელ ზემო ბარღებიდან არის და იქ დააკავეს. 5 წელი მიუსაჯეს, მათივე დაგდებული ჟანგიანი ავტომატის გამო. ამასაც არ დასჯერდნენ, ციხეშივე ახალი ბრალდება წაუყენეს. გუდაუთაში, რომელიღაც სოფელში მონახეს ვიღაც მოკლული და მისი მკვლელობა დააბრალეს. ვერ დაუმტკიცდა, სამხილი არ იყო, მაგრამ მაინც მიესაჯა 20 წელი, მერე 15 წლამდე ჩამოუყვანეს ეს სასჯელი. იქ საშინელ პირობებშია ეს ადამიანი. მას დახმარება სჭირდება ხელისუფლებისგან, ყველას ვთხოვ, გამოიყვანონ ის საცოდავი, მართლა საშინელ დღეში ჰყავთ. მიხედოს მთავრობამ და ნუ დატოვებენ იმ წამებაში.

წაიკითხეთ სრულად
18:38 / 20-03-2016
აააა თურმე საიდან უსწავლიათ ნაცებს ადამიანის წამება აბა რუსეთი უკეთესს რას ასწავლიდა მიშას???
xuco
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:18 / 29-09-2016  Image აღმოჩენილია საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის დიდი მარაგი - შსს-ს განცხადება
"საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა"
14:58 / 29-09-2016  Image იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს
+VIDEO წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
13:05 / 29-09-2016  Image თბილისის ქუჩები, სადაც გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირებამ შესაძლოა, მკვეთრი სუნი გამოიწვიოს
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს
10:33 / 29-09-2016  Image თბილისში 3 ტყუპი ბუნებრივი გზით დაიბადა
+VIDEO სამი ტყუპი ფიზიოლოგიური მშობიარობით ძალიან იშვიათია
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49