„რამდენიმე ადამიანმა შეიმსუბუქა შიმშილი... პატრულიც გამოვკვებეთ, დაცვის ბიჭიც“ - სოციალური ექსპერიმენტი, რომელმაც „ფეისბუქი“ აალაპარაკა

„რამდენიმე ადამიანმა შეიმსუბუქა შიმშილი... პატრულიც გამოვკვებეთ, დაცვის ბიჭიც“ - სოციალური ექსპერიმენტი, რომელმაც „ფეისბუქი“ აალაპარაკა

"სიკეთე გადამდებია" - 29 წლის ახალგაზრდას მიერ წამოწყებულმა სოციალურმა ექსპერიმენტმა მთელი "ფეისბუქი" მოიცვა და დედაქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა.

აკა სინჯიკაშვილმა გადაწყვიტა ღამის განმავლობაში იტაქსაოს და შეგროვილი ფულით დილით მშიერი, ქუჩაში მდგომი ხალხი დააპუროს. ექსპერიმენტი გუშინ დაიწყო, 67 ლარი შეაგროვა და როგორც თვითონ ამბობს, ბევრი მშიერი ადამიანიც დააპურა.

რადგან პირველი დღე იყო მარტოს მოუწია მუშაობა, დღეს კი მასთან ერთად კიდევ სამი მანქანა იმუშავებს.

სოციალური ექსპერიმენტის შესახებ სინჯიკაშვილი "ფეისბუქზე" ვრცლად წერს:

"ყველაფერი მოხდა ასე:

9 საათიდან დილის 7-ის ნახევრამდე ტაქსაობით სულ მოგროვდა 67 ლარი რომლითაც ვიყიდე 36 ბურგერი და ზუსტად ამდენივე ადამიანმა შეიმსუბუქა შიმშილი დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დანარჩენი:

1. მგზავრები გაცილებით დამპლები არიან ვიდრე მძღოლები. (ორჯერ გადამაგდეს)

2.ტაქსის ნიშანი მანქანაზე ნიშნავს რომ ვაბშე ყველას ფეხებზე კიდიხარ ქალაქში.

3. ტაქსის მძღოლი მანქანაში ნივთივითაა და მასთან ერთად ყველაფერი შეიძლება, მაგალითად ცოლის გინება.

4. მგზავრები ყოვლად უსირცხვილო ფასს გთავაზობენ მაგალითად პავლოვიდან ვარკეთილში 4 ლარი.

5. ყველას ტაქსში ახსენდება რომ ძველი ბიჭია და შენზე ცდის ვაჟკაცობას.

6. ღორებივით იქცევიან, ყრიან ნაგავს და აქრობენ სიგარეტს რამეზე.

ნაცნობები ვინც მირეკავდნენ (ასეთი ცოტა იყო) მათთან იმიტომ მივდიოდი რომ მეტს მიხდიდნენ და უცხო მგზავრი გაცილებით მეტი იყო რომლებიც ძალიან იაფად დამყავდა.

დღეს პატრულიც გამივკვებეთ იქნებ ნაკლები აგრესია და მეტი ზრდილობა ქონდეთ და ასევე დაცვის ბიჭი ვისი ხელიცაა გამოყოფილი ფოტოზე რკინის ღობიდან. უფროსმა გამომაგდო და მერე ჩუმად მივეცი, აიღო და უბის ჯიბეში შეინახა, ძლივს იდგა ფეხზე.

ფოტოს ვდებ მარტო იმის გამო რომ ისეთებიც გამოჩნდებიან ამ ამბავს რომ არ დაიჯერებენ.

მთელი ამ ამბის მიზანია, რომ უფრო მეტ ადამიანს მოუნდეს დახმარება და როდისმე არავინ არ იყოს მშიერი ქვეყანაში...

დღეს კიდევ სამ მანქანას დაედგა ტაქსის ნიშანი

გადაწყდა რომ შაბათის დღის დალევას ვწირავთ დილას მეეზოვეებისათვის ყავის დალევისათვის

დილას 5 საათიდან რაც შეიძლება მეტი მეეზოვე მიიღებს ბურგერს და ყავას საუზმედ. მანამდე კი გვჭირდება დიდი თერმოსები ყავისათვის და ყავის ამდუღებელი მოხალისეები დილის 4 საათზე.

ყავის, ბურგერების და ერთჯერადი ჭიქების ფულს ჩვენ თვითონ გამოვიმუშავებთ ამაღამ

სამწუხაროდ მეტი დრო აღარ მექნება ჯერჯერობით, მაგრამ თუკი ვიღაცას გადაედო, სხვებსაც გადაედებათ.

მანამდე მეც მოვიცლი ხოლმე ხანდახან და სხვა სამუშაოს მოვიფიქრებთ.

დღეს მეორე და ტაქსაობის ბოლო დღეა, მეეზოვე ბევრია და ბევრის გამომუშავება მოგვიწევს.

გავდივართ ერთდროულად ისევ ზუსტად 9 საათზე. დღეს მაინც ნუ მოგერიდებათ და დარეკეთ, მოვალთ ყველგან შეძლებისდაგვარად", - წერს სინჯიკაშვილი.