კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:31 / 28-01-2017
ხის ქართლის დედა, საფლავები ვერის ბაღში და ტყვია-წამლის საწყობი ნარიყალაზე - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თბილისის შესახებ
თბილისში უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ზოგიერთი მათგანი ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათის ფუნქციას ასრულებს. თითოეულის წარსულის გაცნობისას, ასკვნი, რომ თბილისელებმა საკუთარი ქალაქის შესახებ თურმე რამდენი რამ არ ვიცით.

"ქართლის დედა"
"ქართლის დედის" მონუმენტური ქანდაკება თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა, რომლის ავტორი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელია. ხის მონუმენტი ქალაქის 1500 წლისთავისთვის, სოლოლაკის გორაზე, 1958 წელს დაიდგა, რომელსაც ცალ ხელში თასი ეჭირა (მოყვრისთვის) და ცალში - ხმალი (მტრისთვის). თავიდან ასე იყო ცნობილი, რომ დროებითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით (1963 წელი) გადაწყვეტილება შეიცვალა და ხის მონუმენტი, რომ არ დაზიანებულიყო, ალუმინით დაიფარა. 90-იან წელებში კი ძველი ახლით შეიცვალა, - 20 მეტრიანი, ალუმინის ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქალის ქანდაკების ავტორი ისევ ელგუჯა ამაშუკელი გახლავთ.

ვერის ბაღი
ვერის ბაღი ვერაზე, კოსტავასა და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზეა. ადრე ამ ტერიტორიაზე ბაღები იყო გაშენებული. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაომ დაიკავა. 1898 წელს, საქართველოს ეგზარქოსის თანხმობით, ქალაქის მთავრობამ სასაფლაო გააუქმა. მოგვიანებით იქ დასასვენებელი ბაღის მოწყობა დაიწყო. ვერის ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე დღესაც შემორჩენილია დანიელ ჭონქაძისა და მისი მეუღლის, აგრეთვე ლავრენტი არდაზიანისა და სხვა ცნობილი ქართველების საფლავები. ვერის ბაღში არიან დაკრძალულები ქართული ალპინიზმის ფუძემდებლები - ალიოშა, ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეები; ბაღში დგას ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი და მერაბ კოსტავას ბიუსტი.
საბჭოთა კავშირის დროს ამ ადგილს კიროვის სახელი ეწოდა და დაიწყო მისი კეთილმოწყობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი ბაღს ძველი დასახელება - ვერის ბაღი დაუბრუნდა.
იქ 61 სახეობის მერქნიანი (იშვიათი სახეობის) მცენარე (წიწვოვანი, ფოთლოვანი) ხარობდა... იქვეა დარბაზები, მოედნები, ჭადრაკის სასახლე, პენსიონერთა საჭადრაკო კლუბი.

ნარიყალა
ნარიყალა (სპარს. ნარინყალა - ციტადელი, შიდაციხე) თბილისის უძველესი დროის ციხესიმაგრეა, თუმცა თავიდან კალას სახელით იყო ცნობილი.

ციხესიმაგრე IV საუკუნეში როგორც "შურის ციხე" ასე დაფუძნდა. დავით აღმაშენებლის მეფობისას გაფართოვდა. საქართველოში მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, ჰქონდა მტკიცე კედლები, კოშკები და ბასტიონები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი. XVII საუკუნემდე ციხის ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული იყო "მეფის სასახლე". ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) დედაციხემ მნიშვნელობა დაკარგა, რადგანაც იქ არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი განთავსდა, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქებულა.

მთაწმინდის პანთეონი
ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი მთაწმინდის ფერდობზე, მამა დავითის ეკლესიის სიახლოვეს მდებარეობს. მთაწმინდაზე პანთეონის დაარსების იდეა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში გაჩენილა. პანთეონი კი უკვე 1929 წელს გაიხსნა.

მუშტაიდის ბაღი
მუშტაიდის ბაღი 1830-იან წლებში გააშენა ირანიდან გამოქცეულმა - მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზიმ (ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი) მუშტაიდიმ. გადმოცემით, მან თბილისი საცხოვრებლად ქართველი ცოლის გამო აირჩია, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუმცა მანამდე იქ 1935 წელს მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა.

თბილისის ფუნიკულიორი
1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით, "ზედა თბილისი" მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო, შემუშავდა გეგმა და ქუჩათა ქსელი, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა "ზედა თბილისის" "ქვედა თბილისთან" სატრანსპორტო კომუნიკაცია. პრობლემის გადაჭრა თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა, ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის, ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით - ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.

1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი.

მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, რომელშიც უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ... ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ. მისი ინიციატივით, მოკლე დროში, ესტაკადისთვის რკინაბეტონის სამუშაოები შესრულდა.
ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. ამ ფაქტს დიდი ფერწერული ტილო ნიკო ფიროსმანმა მიუძღვნა.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
18:19 / 28-01-2017
ფუი ეშმაკს... ს
0
ფუი ეშმაკს... მსქროლავო ტროლო უნდა დაგეწერა!!!
ვინაიდან მაგის გარდა აქ სხვა ქართველი არ მოიძებნება მასეთი ანტიქართული კომენტარის დამწერი!!!
17:39 / 28-01-2017
ფუი ეშმაკს...
0
...მეხი ჩვენს"მოძმეებს". -s -ს

რა შუაშია თურქმა რა მოგიტანა? საერთოდ არ ვარ ნამყოფი თურქეთში. ვარ მართლმადიდებელი.
აქ, კონკრეტულ საკითხზეა საუბარი.
ტაძარში რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი განთავსდა-ო.
ტაძარშიო..... ტაძარშიიიიი.

მაგრამ შენ, როგორც ის რუსი შორს ხარ ტაძრისგან.
ემსახურეთ ეშმაკს.
მსგავსი სიახლეები
მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ დედაქალაქში უფრო და უფრო მეტი შენობა შენდება, თანაც მწვანე საფარის ხარჯზე
ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში
+VIDEO| 19 წლის წლის ბიჭმა სა მისმა მეგობარმა 77 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს
ფოტოებს ინტერნეტმომხმარებელი კობა ნაროუშვილი ავრცელებს
+VIDEO საგანგებო სიტუაციების სააგენტოში თბილისის გარკვეული უბნებიდან გამოძახებებმა იმატა
"კვარტალიც არ არის სწორი სახელწოდება, მაგრამ შეცვლას მოქალაქეები ჯერჯერობით მტკივნეულად უდგებიან"
საშიში ლიფტების ფოტოები თბილისის სადარბაზოებიდან - ვის იმედად არიან თბილისელები?
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49