ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:11 / 21-03-2016
"ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს არ გავკარებივარ" - მიშა მესხი სქემაზე, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მიშა მესხი, რომელიც მომღერალ სოფო ბედიას მეუღლეა, გაზეთ "პრაიმტაიმთან" იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც ძალოვნების გარკვეული ჯგუფი ხელმძღვანელობდა და ფარული ჩანაწერების მოპოვება ხდებოდა. მან ის პერიოდი გაიხსენა (2012 წლის მარტი-მაისი), როცა "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო და საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი:

"მაშინ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში გოგონებს აგზავნიდნენ, ვითომ პარტიის საგულშემატკივროდ, სინამდვილეში ინფორმაციებს აგროვებდნენ ჩვენზე. არ მიფიქრია, რომ ვინმეს ჩემი ინტიმური ცხოვრების გადაღება უნდოდა. ვფიქრობდი იმას, რომ გოგონა მომიგზავნეს იმისთვის, რომ პარტიის ამბები გამომტყუოს-მეთქი. პირველივე შეხვედრაზე პოლიტიკაზე ჩამოვუგდე სიტყვა. არ ამყვა, არც შეიმჩნია, რომ დაინტერესებული იყო. კარგი მსახიობები კი ჰყავდათ...

...მივედი მისამართზე. მეგობართან ერთად იყო. წასვლა რომ დავაპირე, იყავიო, მთხოვა. ფანჯარაში გადავიხედე. ორი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი იდგა სადარბაზოსთან დაბურული მინებით. ჩემი მეგობარი მელოდება დაბლა, გავუშვებ, თან "კოკა-კოლას" მოვიტან და მოვალ-მეთქი, ვუთხარი. გვაქვს ყველაფერი, გვაქვსო, მეუბნებოდა. ლიფტამდე გამომყვა, მოდი-მოდის ძახილით. ლიფტში მეორე სართულზე გამოვედი და უკანა სადარბაზოდან გავედი. ეს მანქანებიც დაიძრნენ. ორივეს ერთნაირი სერია ჰქონდა. ამ გოგომ რომ დამირეკა, მაღაზიაში ვარ-თქო ვუთხარი. ეს მანქანებიც მაღაზიასთან მოვიდნენ. მოკლედ, შევძელი იქიდან გამოქცევა. მოვედი ოფისში და მოვყევი ეს ამბავი ბიჭებთან. ერთ-ერთმა გამიყვანა (სახელსა და გვარს არ დავასახელებ, საჩხერელია ის ბიჭი) და ასეთი რამ მითხრა, მაგ მისამართზე მეც ვიყავი, მაგ გოგოსთანო.

მოკლედ, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კონსტიტუციური უსაფრთხოების ტიპებს ჩაუსვამთ ეს ბიჭი მანქანაში, სასაფლაოებზე წაუყვანიათ და ნოუთბუქში აყურებინეს თავისი ინტიმური ურთიერთობა ამ გოგოსთან. ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და დაემუქრნენ, გაგისაჯაროებთ ამ ვიდეოსო. თუ არ მოეშვები მაგ "ოცნებაში" სიარულს და მაგ ხალხს (კონკრეტულად ჩემზე უთხრეს), ცუდად დაამთავრებ ცხოვრებას, მაგათ ყველას მალე ციხეში განახებთო. მაშინ არც სასამართლო არსებობდა და არც პოლიცია. ყველა ბერკეტი მაშინდელ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხელისუფლებას ჰქონდა ხელში... შემდეგ გაირკვა, რომ ეს გოგონა ადრე დაჭერილი იყო ფაქტზე, რომ ციხეში შეყვარებულს ნარკოტიკი შეუგზავნა. ამათ მისცეს საშუალება, დანაშაული ამ ფორმით გამოესყიდა და ასე ამუშავებდნენ. ამის მერე ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს აღარ გავკარებივარ (იცინის), მერე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე მაინც დამიჭირეს.

...კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფრის არ მეშინია, მე მაშინ თავისუფალი კაცი ვიყავი, სექსი არ მქონია მამაკაცთან, ცხოველთან და თუ ქალთან გავიარე, ამის გამო ვერც ვერავინ დამაჯარიმებს, ვერც დამიჭერს და ვერც ვერაფერს მომთხოვს".

ნინო მჭედლიშვილი
გაზეთი "პრაიმტაიმი"
15:05 / 24-03-2016
Ras bodialob mesxo ras
elene
13:09 / 22-03-2016
ასე აწყობილი ცხოვრებით რომ იტრაბახებ მაგარია არა!?
ლალო
მსგავსი სიახლეები
"სად ნახა ერთ თვეში სიყვარული, როგრო შეუყვარდა ასე ძალიან ამხელა სიყვარულის შემდეგ"
წყვილმა 2010 წელს ბათუმში ყველასგან მალულად დაიწერა ჯვარი
"არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს ურთიერთობა დაირღვეს"
"კაცები ცოტა არ იყოს, ეგოისტები არიან"
ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა
+VIDEO| "ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას"
+VIDEO "ადამიანები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს ციხეებში სასტიკი მოპყრობით იყვნენ დაკავებულები, ამათმა ციხეებიდან გამოუშვეს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:24 / 29-09-2016  Image "ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს
"აქ უკვე მეორე ვიზიტით ვიმყოფები რა დროით, ეს არ ვიცი"
14:18 / 29-09-2016  Image აღმოჩენილია საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის დიდი მარაგი - შსს-ს განცხადება
"საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
14:58 / 29-09-2016  Image იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს
+VIDEO წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა
20:07 / 29-09-2016  Image "ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49