"ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს არ გავკარებივარ" - მიშა მესხი სქემაზე, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ

"ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს არ გავკარებივარ" - მიშა მესხი სქემაზე, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მიშა მესხი, რომელიც მომღერალ სოფო ბედიას მეუღლეა, გაზეთ "პრაიმტაიმთან" იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც ძალოვნების გარკვეული ჯგუფი ხელმძღვანელობდა და ფარული ჩანაწერების მოპოვება ხდებოდა. მან ის პერიოდი გაიხსენა (2012 წლის მარტი-მაისი), როცა "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო და საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი:

"მაშინ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში გოგონებს აგზავნიდნენ, ვითომ პარტიის საგულშემატკივროდ, სინამდვილეში ინფორმაციებს აგროვებდნენ ჩვენზე. არ მიფიქრია, რომ ვინმეს ჩემი ინტიმური ცხოვრების გადაღება უნდოდა. ვფიქრობდი იმას, რომ გოგონა მომიგზავნეს იმისთვის, რომ პარტიის ამბები გამომტყუოს-მეთქი. პირველივე შეხვედრაზე პოლიტიკაზე ჩამოვუგდე სიტყვა. არ ამყვა, არც შეიმჩნია, რომ დაინტერესებული იყო. კარგი მსახიობები კი ჰყავდათ...

...მივედი მისამართზე. მეგობართან ერთად იყო. წასვლა რომ დავაპირე, იყავიო, მთხოვა. ფანჯარაში გადავიხედე. ორი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი იდგა სადარბაზოსთან დაბურული მინებით. ჩემი მეგობარი მელოდება დაბლა, გავუშვებ, თან "კოკა-კოლას" მოვიტან და მოვალ-მეთქი, ვუთხარი. გვაქვს ყველაფერი, გვაქვსო, მეუბნებოდა. ლიფტამდე გამომყვა, მოდი-მოდის ძახილით. ლიფტში მეორე სართულზე გამოვედი და უკანა სადარბაზოდან გავედი. ეს მანქანებიც დაიძრნენ. ორივეს ერთნაირი სერია ჰქონდა. ამ გოგომ რომ დამირეკა, მაღაზიაში ვარ-თქო ვუთხარი. ეს მანქანებიც მაღაზიასთან მოვიდნენ. მოკლედ, შევძელი იქიდან გამოქცევა. მოვედი ოფისში და მოვყევი ეს ამბავი ბიჭებთან. ერთ-ერთმა გამიყვანა (სახელსა და გვარს არ დავასახელებ, საჩხერელია ის ბიჭი) და ასეთი რამ მითხრა, მაგ მისამართზე მეც ვიყავი, მაგ გოგოსთანო.

მოკლედ, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კონსტიტუციური უსაფრთხოების ტიპებს ჩაუსვამთ ეს ბიჭი მანქანაში, სასაფლაოებზე წაუყვანიათ და ნოუთბუქში აყურებინეს თავისი ინტიმური ურთიერთობა ამ გოგოსთან. ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და დაემუქრნენ, გაგისაჯაროებთ ამ ვიდეოსო. თუ არ მოეშვები მაგ "ოცნებაში" სიარულს და მაგ ხალხს (კონკრეტულად ჩემზე უთხრეს), ცუდად დაამთავრებ ცხოვრებას, მაგათ ყველას მალე ციხეში განახებთო. მაშინ არც სასამართლო არსებობდა და არც პოლიცია. ყველა ბერკეტი მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა ხელში... შემდეგ გაირკვა, რომ ეს გოგონა ადრე დაჭერილი იყო ფაქტზე, რომ ციხეში შეყვარებულს ნარკოტიკი შეუგზავნა. ამათ მისცეს საშუალება, დანაშაული ამ ფორმით გამოესყიდა და ასე ამუშავებდნენ. ამის მერე ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს აღარ გავკარებივარ (იცინის), მერე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე მაინც დამიჭირეს.

...კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფრის არ მეშინია, მე მაშინ თავისუფალი კაცი ვიყავი, სექსი არ მქონია მამაკაცთან, ცხოველთან და თუ ქალთან გავიარე, ამის გამო ვერც ვერავინ დამაჯარიმებს, ვერც დამიჭერს და ვერც ვერაფერს მომთხოვს".

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია