კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:11 / 18-06-2016
ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს
ავადმყოფობისგან და მძიმე სენისგან დაზღვეული არავინ არის. ბევრის სიცოცხლე მძიმე დაავადებას ეწირება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ მის დამარცხებას.

საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, მით უმეტეს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. მძიმე დაავადებაზე საუბარს არ შეუშინდა ეკონომისტი და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი, რომელმაც ტვინის სიმსივნე რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ დაამარცხა. 2014 წელს მაისაშვილს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა კვლევების შემდეგ, 2015 წლის 19 მარტს მისი ოპერირების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც თავად გია მაისაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერდა: "ადგილი, სადაც 3,5 სანტიმეტრიანი სიმსივნე იყო მოთავსებული, ყველაზე მოხერხებულ ადგილზე იყო ქირურგებისთვის სამუშაოდ და წარმატებული ოპერაციის შემდეგ იქნა სრულად მოკვეთილი". გია მაისაშვილმა მკურნალობის კურსი თურქეთში გაიარა და ავადმყოფობის დროს იქორწინა კიდეც. გადარჩენის იმედი თავიდანვე ჰქონდა და ეს იმედი გაუმართლდა კიდეც. დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში "ლიდერთა სკოლის" დამფუძებელი, ჯერჯერობით უცნობია.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ლეიკემიით იყო დაავადებული. უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს 28 წლის ასაკში დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი. იმ პერიოდში მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
როგორც კოტე კუბლაშვილმა "ნანუკას შოუში" განაცხადა, სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა, რადგან იმ ხანებში საქართველოში ლეიკემიისგან განკურნების ნაკლები შემთხვევა იყო. "ჩემზე მეტად ჩემი ოჯახის წევრები განიცდიდნენ... როცა გერმანიაში ჩავედი, მაშინ გავიგე, რომ რამდენიმე წელია ლეიკემიისგან განკურნებულან ადამიანები. ამან გაცილებით მეტი სტიმული მომცა. დონორი უნდა მოგვეძებნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე რთული დონორის მოძებნაა. ძირითადად მას ოჯახის წევრებს შორის ეძებენ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც არცერთი დედმამიშვილი არ გამომდგარა დონორად", - ამბობს კოტე კუბლაშვილი.

კოტე კუბლაშვილი იღბლიანი გამოდგა - მის ძმას, პარლამენტარ პავლე კუბლაშვილს "100%-ით აღმოაჩნდა ის რაღაც, რაც საჭირო იყო გადასანერგად. ეს ჩემ ძმას უფრო მეტად უხაროდა", - იხსენებს კუბლაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასდროს საუბრობს, თუმცა რამდენიმე წლის წინ, ქალაქში საუბრობდნენ იმაზე, რომ ქართველ პოლიტიკოსს მძიმე დაავადება აქვს. ამბობდნენ, რომ მას C ჰეპატიტი ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა და დაამარცხა. როგორც ამბობდნენ, მიხეილ მაჭავარიანმა მკურნალობის კურსი ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გაიარა. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე, ის გაუჩინარებული იყო პოლიტიკური ასპარეზიდან. დაბრუნების შემდეგ კი, მას გარეგნობა შესამჩევად ჰქონდა შეცვლილი. ერთი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კამპანიას "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი", მიხეილ მაჭავარიანიც შეუერთდა. მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, თანაპარტიელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა წარწერით: "მიხეილ მაჭავარიანი უერთდება აქციას "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი". მას თავად აქვს ეს დაავადება", - წერდა ჭიაბერაშვილი.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

ხილეთ ვიდეო
09:46 / 07-07-2016
გიას თანხა არ აქვს და ვერ მკურნალობს,დანარჩენმა ორმა კი,ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით იმკურნალეს, და არცთუისე ცოტა თანხა დაჯდა.
რა ენაღვლებოდათ.
17:49 / 18-06-2016
Janmrtelobas usurveb kvelas da imedia tavianti mdgomareoba miaxvedrebt sxvasats daexmaron.puliani tu upulo bolos kvelani upals vbardebit.
Kote
მსგავსი სიახლეები
"ეს იყო მთავარი წინაღობა, რომელიც უვიზო მიმოსვლის უფლების დროზე მიღებაში გვიშლიდა ხელს"
ყოველი 30-40 წუთის შემდეგ, 2-3 წუთით მზერა კომპიუტერის ეკრანიდან შორ მანძილზე გადაიტანეთ
სარძევე კბილებმა შეიძლება თქვენი შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს
"კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია"
გიორგი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა
მაკა ჩიჩუა თბილისში, ერთ-ერთი გამორჩეული გოგონა იყო
ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და მათ სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ
"თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურებით, მსურს გისურვოთ წარმატება"
+VIDEO "ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, თუმცა ურთიერთობა გულისხმობს ორმხრივ პროცესს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:25 / 07-12-2016  Image 535 ათასი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს - ვის შეეხება ცვლილება
"ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მეო"
21:04 / 08-12-2016  Image რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"
"განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ"
21:55 / 08-12-2016  Image როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება
14:32 / 08-12-2016  Image "ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
11:55 / 08-12-2016  Image დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
"პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელი ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება..."
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49