ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მძიმე დაავადებები დაამარცხეს

ავადმყოფობისგან და მძიმე სენისგან დაზღვეული არავინ არის. ბევრის სიცოცხლე მძიმე დაავადებას ეწირება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ მის დამარცხებას.

საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, მით უმეტეს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. მძიმე დაავადებაზე საუბარს არ შეუშინდა ეკონომისტი და პოლიტიკოსი გია მაისაშვილი, რომელმაც ტვინის სიმსივნე რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ დაამარცხა. 2014 წელს მაისაშვილს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა კვლევების შემდეგ, 2015 წლის 19 მარტს მისი ოპერირების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც თავად გია მაისაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერდა: "ადგილი, სადაც 3,5 სანტიმეტრიანი სიმსივნე იყო მოთავსებული, ყველაზე მოხერხებულ ადგილზე იყო ქირურგებისთვის სამუშაოდ და წარმატებული ოპერაციის შემდეგ იქნა სრულად მოკვეთილი". გია მაისაშვილმა მკურნალობის კურსი თურქეთში გაიარა და ავადმყოფობის დროს იქორწინა კიდეც. გადარჩენის იმედი თავიდანვე ჰქონდა და ეს იმედი გაუმართლდა კიდეც. დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში "ლიდერთა სკოლის" დამფუძებელი, ჯერჯერობით უცნობია.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ლეიკემიით იყო დაავადებული. უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს 28 წლის ასაკში დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი. იმ პერიოდში მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

როგორც კოტე კუბლაშვილმა "ნანუკას შოუში" განაცხადა, სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა, რადგან იმ ხანებში საქართველოში ლეიკემიისგან განკურნების ნაკლები შემთხვევა იყო. "ჩემზე მეტად ჩემი ოჯახის წევრები განიცდიდნენ... როცა გერმანიაში ჩავედი, მაშინ გავიგე, რომ რამდენიმე წელია ლეიკემიისგან განკურნებულან ადამიანები. ამან გაცილებით მეტი სტიმული მომცა. დონორი უნდა მოგვეძებნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე რთული დონორის მოძებნაა. ძირითადად მას ოჯახის წევრებს შორის ეძებენ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც არცერთი დედმამიშვილი არ გამომდგარა დონორად", - ამბობს კოტე კუბლაშვილი.

კოტე კუბლაშვილი იღბლიანი გამოდგა - მის ძმას, პარლამენტარ პავლე კუბლაშვილს "100%-ით აღმოაჩნდა ის რაღაც, რაც საჭირო იყო გადასანერგად. ეს ჩემ ძმას უფრო მეტად უხაროდა", - იხსენებს კუბლაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასდროს საუბრობს, თუმცა რამდენიმე წლის წინ, ქალაქში საუბრობდნენ იმაზე, რომ ქართველ პოლიტიკოსს მძიმე დაავადება აქვს. ამბობდნენ, რომ მას C ჰეპატიტი ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა და დაამარცხა. როგორც ამბობდნენ, მიხეილ მაჭავარიანმა მკურნალობის კურსი ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გაიარა. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე, ის გაუჩინარებული იყო პოლიტიკური ასპარეზიდან. დაბრუნების შემდეგ კი, მას გარეგნობა შესამჩევად ჰქონდა შეცვლილი. ერთი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კამპანიას "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი", მიხეილ მაჭავარიანიც შეუერთდა. მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, თანაპარტიელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა წარწერით: "მიხეილ მაჭავარიანი უერთდება აქციას "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი". მას თავად აქვს ეს დაავადება", - წერდა ჭიაბერაშვილი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია