რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?

რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?

საქართველოში ფართოდ გავრცელებულ გვარებს ყველა ვიცნობთ. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ბერიძეები, კაპანაძეები და გელაშვილები, თუმცა, მათ ტოლს არ უდებენ მამედოვები და ალიევებიც - ეს კარგად ჩანს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებიდან. სწორედ ეს გვარები ქმნიან ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარების ხუთეულს საქართველოში, თუმცა, დღეს ჩვენ ყველაზე უჩვეულო და იშვიათ გვარებზე ვისაუბრებთ, რომლებიც თითქმის გაქრობის პირასაა მისული. ამ საკითხის გასაშუქებლად თსუ-ის პროფესორს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ზურაბ ჭუმბურიძეს მივმართეთ, რომელიც ფიქრობს, რომ მცირერიცხოვან გვარებს განსაკუთრებული

- ვიდრე მთავარი საკითხის განხილვაზე გადავალთ, უპრიანია ზოგადად, გვარზე ვისაუბროთ. საქართველო მაინცდამაინც დიდი ქვეყანა არ არის და აქ ძალიან მრავალრიცხოვანი გვარები არ გვხვდება. გვარი, როგორც პიროვნების მახასიათებელი მთავარი ატრიბუტი, მსოფლიოში შედარებით გვიან გაჩნდა, თუმცა, ქართველებს ეს ატრიბუტი გაცილებით ადრე ჰქონიათ. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ გვარის ცნება საქართველოშიც გვიან გაჩნდა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენს მეფეებსა და მთავრებს საუკუნეების წინათ ჰქონდათ გვარები, თუმცა, მასობრივად გვარების დარქმევა გვიან დაიწყო.

- ბატონო ზურაბ, პირველი გვარის დასახელება თუ შეიძლება ჩვენი ისტორიიდან?

- ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პიროვნება, რომელსაც გაბრიელ დაფანჩულს უწოდებდნენ და რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში გვიამბობს. ყველას გვახსოვს, გრიგოლ ხანძთელი თავის მოწაფეებთან ერთად სამხრეთ საქართველოში რომ გადავიდა, იქ მას მეფესთან დაახლოებული დიდგვაროვანი აზნაური, გაბრიელ დაფანჩული დახვდა. ავტორი ანუ გიორგი მერჩულე ამბობს, რომ დაფანჩულები საქართველოში საუკუნის შემდეგაც ცხოვრობდნენ. სწორედ ეს არის გვარი - წოდება, ერთგვარი მახასიათებელი, რომელიც ადამიანმა შთამომავლობით, მემკვიდრეობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. ასე რომ, გვარის საუკეთესო ნიმუში არის სწორედ გიორგი მერჩულეს მიერ ნახსენები პერსონაჟი - დაფანჩული, რომელიც მეცხრე საუკუნეში მოღვაწეობდა. მსოფლიოში გვარის ცნება XIV-XVI საუკუნეში გაჩნდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, ჩვენს მეზობელ თურქეთში - XIX-XX საუკუნეებში.

- ყველას გვყოლია სულ ცოტა, ერთი ნაცნობი მაინც, რომელიც სხვებისგან გამორჩეული, უჩვეულო გვარის გამო ყველას ყურადღებას იპყრობდა. მოგვიყევით ასეთ გვარებზე.

- საერთოდ, მცირერიცხოვან გვარად მიჩნეულია ისეთი გვარი, რომლის წარმომადგენელთა რიცხვი ოცზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ეს გვარი განწირულია გასაქრობად. ამიტომ, რაც უფრო მცირერიცხოვანია გვარი, მით უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.

- ალბათ ამითაც აიხსნება, რომ ჩვენს წინაპრებს ბიჭის დაბადება განსაკუთრებით უხაროდათ.

- დიახ, ეს შემთხვევითი სულაც არ არის: ბიჭის დაბადება ნიშნავდა და დღესაც ნიშნავს, რომ ამქვეყნად გვარის გამგრძელებელი გაჩნდა, რომ გვარს გადაშენება არ უწერია. საქართველოში არსებულ ყველაზე მრავალრიცხოვან გვარებს შორის ლიდერობენ ბერიძეები, მაისურაძეები, გელაშვილები, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ საქართველოში გაქრობის პირას მისული გვარებიც არსებობს.

წაიკითხეთ სრულად

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ლიზამ გადაუღო თავის ძმას და ჩვენს საოცარ ქეთის..." - ეკა ბესელია შვილის ნიშნობის ახალ ფოტოებს აქვეყნებს

"მაშინ თაკო სტუდენტი იყო, ეს ერთი ნახვით შეყვარება გახლდათ... ძალიან მორცხვი ვიყავი" - ცნობილი ექიმი ოჯახზე, პროფესიასა და მრავალფეროვან ჰობზე