„მე გამიმართლა... ძალიან მძიმეა იმ წუთების გახსენება“ - ქეთევან ქარდავა ბელგიელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს

„მე გამიმართლა... ძალიან მძიმეა იმ წუთების გახსენება“ - ქეთევან ქარდავა ბელგიელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელიც ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარ ორმაგ აფეთქებას შეესწრო, ბელგიელმა სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

მისი თქმით, პოლიციას აინტერესებდა, სად იმყოფებოდა აფეთქების მომენტში და რა საეჭვო შენიშნა აეროპორტში.

"სამართალდამცავმა ორგანოებმა საევაკუაციო დარბაზში მომაკითხეს და მითხრეს, რომ მათთვის ჩვენება უნდა მიმეცა. მთხოვეს მიმეთითებინა, სად დავინახე საეჭვო შავი ნივთი. როგორც სამართალდამცველებმა მითხრეს, მიმდინარეობს გამოძიება და არ არის დადასტურებული თუ რამდენი კამიკაძე იმყოფებოდა აფეთქების მომენტში აეროპორტში. მათ აღნიშნეს, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და ამიტომ გამკაცრებულია კონტროლი. როგორც გითხარით, ჩემი დაკითხვა აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. არც ერთ მგზავრს, რომელიც 08:00 საათიდან აეროპორტში იმყოფებოდა არ მისცეს უფლება, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. მე გამიმართლ, ვთხოვე პოლიციის თანამშრომელს გამომყოლოდა ცენტრამდე და სწორედ მათ მომიყვანეს აქამდე", - ამბობს ქარდავა.

ჟურნალისტმა "მოამბის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას მომხდარის დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

"ჩემთვის ძალიან მძიმეა საუბარი და გახსენება იმ წუთების, რომელიც მე განვიცადე ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ აეროპორტად არის მიჩნეული. აეროპორტში პარიზის ტერაქტების შემდეგ დაცვა გაძლიერებული იყო და პატრულირებდა პოლიციის დამატებითი დანაყოფები. დღეს, როდესაც მე მივედი აეროპორტში, მათი რაოდენობდა გაცილებით მეტი იყო. ეს არავის გაკვირვებია. პირველ რიგში ჩვენ გავიხსენეთ აბდესლამის დაკავება და მუქარა, რომ ის ტერაქტების მოწყობას ბრიუსელშიც აპირებდა. დაახლოებით 08:00 საათისთვის ბილეთების ოფისთან ვიყავი, ხელმარცხნივ დავინახე შავი ნივთი. მივაქციე ყურადღება... თუმცა გარშემო პოლიცია იყო და ვიფიქრე, რამე საეჭვო რომ ყოფილიყო, ისინი მიაქცევდნენ ყურადღებას. 2 წუთში მოხდა უძლიერესი აფეთქება, კვამლით დაიფარა ტერიტორია, აღარაფერი ჩანდა. აეროპორტში შუშის არის, ნამსხვრევები ცვიოდა და ამიტომ მიიღო სხეულის დაზიანება ამდენმა ადამიანმა. როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ცოცხალი ვიყავი, გადავიღე ფოტოები", - განაცხადა ქარდავამ.

ასევე იხილეთ: რა ხდება ამ წუთებში ბრიუსელის აეროპორტში - ქართველი ჟურნალისტის ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ბრიუსელის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია