კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:12 / 23-03-2016
დღეს მთვარის დაბნელებაა - რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ სურვილები ასმაგი სისწრაფით აგისრულდეთ
დღეს, დღის 16:00 საათისთვის ასტროლოგები მთვარის დაბნელებას ელოდებიან. თუ რა მოვლენაა ეს და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ადამიანი, ამაზე ასტროლოგი, astrologi.ge-ს რედაქტორი სოფია ბზეკალავა გვესაუბრება.

- თითქმის ყველა ასტროლოგი აანონსებდა, რომ წლის განმავლობაში მარტის თვე ერთ-ერთი რთული პერიოდია, რადგანაც მზის ორმაგმა დაბნელებამ მოუწია, 23-ში კი, მთვარის დაბნელებაც არის მოსალოდნელი. იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
- მთვარის დაბნელება არის ასტრონომიული მოვლენა. ამ დროს დედამიწა ექცევა მზესა და მთვარეს შორის ანუ მთვარემდე ვეღარ აღწევს მზის სხივები და მთლიანად იფარება - "ბნელდება", რაც სავსემთვარეობას ემთხვევა, რომელსაც ჩვენი წინაპრებიც უდიდეს გავლენას მიაწერდნენ. ამ პერიოდში გააქტიურებულია ადამიანის ქვეცნობიერი და ხშირად ასეთ პერიოდში ფატალური, კარდინალური ცვლილებების მქონე მოვლენები ხდება.

დაბნელებები წლის მანძილზე რამდენჯერმეა, რა პერიოდშიც სამყარო ადამიანებისკენ უსაზღვროდ დიდ ენერგიას აგზავნის. ამიტომ მხოლოდ ნეგატივზე ნუ მოვახდენთ კონცენტრაციას. ეს დრო კარგია სურვილების ჩასაფიქრებლად, სასურველი მომავლის მოდელის კონფიგურაციისთვის. ასეთ მომენტებში კოსმოსი ღიაა და ჩვენი სურვილები ასმაგი სისწრაფით ასრულდება.

რაც შეეხება მზის დაბნელებას (9 მარტი), უკვე გავიარეთ და ამჯერად მთვარის დაბნელებას ველით. როგორც წესი, დაბნელებები "წყვილ-წყვილად დადიან", ამიტომ ასტროლოგები დაბნელების სეზონს ე.წ. "დაბნელების კორიდორს" უწოდებენ. ამ პერიოდში, ანუ მზის დაბნელებიდან მთვარის დაბნელებამდე და შემდგომ (პლუს-მინუს - 5-7 დღე) აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, პოზიტიური აზროვნება. კონფლიქტებისგან თავის არიდება და მაქსიმალური კონცენტრაცია მხოლოდ დადებითზე.

- კონკრეტულად, რა არის მოსალოდნელი და როგორ გამოიხატება, ან აისახება ის ადამიანებზე, სამყაროზე?
- დაბნელებები, როგორც წესი, ააქტიურებს იმ მოვლენების კულმინაციურ პიკს, რომელსაც წარსულში ჩაეყარა საფუძველი. მოვლენების რაობა და შინაარსი დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ნიშანში ხდება დაბნელება. ამ ეტაპზე მთვარის დაბნელება სასწორის საწყის გრადუსებს უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიურდება სასწორი-ვერძის (ჩვენ-მე) ღერძი. აქტიურად დადგება დღის წესრიგში პარტნიორულ ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემები და საკითხები, რომელიც ზოგადად ჩვენს სხვა ადამიანებთან სწორად დამოკიდებულებას უკავშირდება.

პოლიტიკურადაც აქტიურია ეს დაბნელება. მოსალოდნელია ბევრი ცვლილება. შეთანხმებების დარღვევა ან სრულიად ახალ ფორმატში მათი განვითარება. შესაძლებელია, მოხდეს ცხელ წერტილებში სიტუაციის განმუხტვა, თუკი საამისოდ იქნება მზადყოფნა და პოლიტიკოსების კეთილი ნება. თუმცა ასევე შეიძლება მოხდეს მოულოდნელი აფეთქებებიც, რისი მომსწრეც, მაგალითად, დაბნელების წინა დღეს (22 მარტი) გავხდით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის სახით. ეს საშინელი ფაქტი აუცილებლად გამოიწვევს ჯაჭვური მოვლენების მთელ რიგს... საერთოდ, დაბნელებაზე მომხდარი ყველანაირი და მით უფრო ასეთი შემზარავი ფაქტი ძალიან დიდ რეზონანსს იწვევს სამყაროში.
მოსალოდნელია ასევე ისიც, რომ ბრიუსელის შემთხვევა საფუძველს დაუდებს ტერორიზმთან სერიოზული ბრძოლის დაწყებას (არა მხოლოდ სიტყვებით, რეალური და გადამჭრელი ქმედებით).

- როგორ უნდა იქნას აცილებული საფრთხეები?
- გამომდინარე იქედან, რომ ამჯერად მთვარე ბნელდება, პირველ რიგში ემოციური ფონის კონტროლი და განწყობაზე დაკვირვება ქალებსა და ბავშვებს მოეთხოვებათ. შესაძლოა, დაბნელების პერიოდში ასევე რამდენიმე დღე (წინ და უკან) გააქტიურდეს წნევის ცვალებადობა, აგრესიულმა ფონმა და გაღიზიანებამ ადამიანებში მოიმატოს. როგორც წესი, ამ დროს
You must have Flash Player installed in order to see this player.
პატარა ბავშვები, უფრო მეტს ჭირვეულობენ ან საერთოდ, არაადეკვატურად იქცევიან. ამიტომ მეტი მოთმინება გმართებთ მათთან ურთიერთობისას. მთვარის დაბნელება დიდწილად სუსტი სქესის წარმომადგენელთა ფსიქიკაზე მოქმედებს.

შესაბამისად, ძვირფასო მამაკაცებო, გაგებით მოეკიდეთ თქვენი მეორე ნახევრების მხრიდან გამოვლენილ ემოციებს... დაბნელების ენერგეტიკის გადატანა შედარებით უფრო გაუჭირდებათ კარდინალური ნიშნის ადამიანებს ანუ ვერძებს, სასწორებს, კირჩხიბებსა და თხის რქებს. ამ ადამიანებს ასტროლოგები ურჩევენ დაბნელების პერიოდში და უახლოეს დღეებში არ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ ჩაებან კონფლიქტებში და არ წამოიწყონ ახალი ურთიერთობები. ასევე მაქსიმალურად აკონტროლონ ჯანმრთელობა და ემოციები.

სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის საჭესთან! ზოგადად აჯობებს არ დაგეგმოთ გრძელვადიანი მოგზაურობები. თავი შეიკავეთ ასევე მსხვილი ფინანსური ვალდებულებების აღებისგან. მოერიდეთ კრედიტებსა და ვალებს (როგორც ფულის სესხებას, ისე გასესხებას). ნუ დაგეგმავთ ამ პერიოდში ქორწინებას, უძრავი ქონების გაფორებას ან ყიდვა-გაყიდვის პროცედურებს. თუკი არ გსურთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი გარკვეულ პრობლემად იქცეს თქვენს ცხოვრებაში.

შეინარჩუნეთ პოზიტიური აზროვნება, სულის სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი. დაისახეთ მიზნები, დააპროგრამეთ თავი უკეთეს ცხოვრებაზე (განსაკუთრებით პარტნიორულ კავშირებს ეხება ეს), დაფიქრდით, სად არ გყოფნით პრინციპულობა და სითამამე მიზნების მისაღწევად, გააქტიურეთ თქვენში თვითშეფასების კოეფიციენტი და გწამდეთ, დაბნელებისას ჩაფიქრებული სურვილები სამომავლოდ აუცილებლად აგისრულდებათ.

ბოლოს ისევ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს დავუბრუნდები და გავიმეორებ, რომ ამ ფაქტს აუცილებლად ექნება დიდი რეზონანსი და მოვლენები ჯაჭვურად გაგრძელდება. ზოგადად დაბნელებისას ნებისმიერი ტიპის და ფორმის აგრესია ძალიან ცუდად უბრუნდება უკან აგრესორს. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ემოციების სპონტანური გამოვლინებისგან. სიმშვიდე ამ დღეებში ყველაზე დიდი "კაპიტალია" ჩვენთვის.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
17:04 / 23-03-2016
ეს ასტროლოგები მაგარი ფანტაზიორები არიან, რა შუაშია ბელგიაში მოხდარი ტერაქტი ასტროლოგიასთანს, არ მჯერა მე ეგეთი რაღაცეების.
:)
16:36 / 23-03-2016
89 წლიდან 2003 წლამდე სრულ სიბნელეში ვიჯექით და რამ უნდა გაგავოცოს
--
მსგავსი სიახლეები
"თუ ამ დროს სავსე მთვარეს თქვენს გახსნილ საფულეს და შიგ ჩალაგებულ კუპიურებს დაანახვებთ, უახლოეს მომდევნო პერიოდში ისიც ისევე აივსება, როგორც ეს მთვარე"
"ეს არის სრული დეზინფორმაცია - გაუგებრობა თანავარსკვლავედებისა და ზოდიაქოს სისტემის გაიგივებამ გამოიწვია"
არსებობს პერიოდები იღბლის და პერიოდები მეტ-ნაკლები უიღბლობის
"იუპიტერი წინ პარტნიორობის თემას წამოსწევს. სიყვარული, რომანტიკა, ქორწინება, ოჯახი"
ორიგინალური იდეების განხორციელებას საღამოსთვის ნუ გადადებთ
არასოდეს გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება ბოროტად
წლევანდელი წლის აბიტურიენტებისთვის ყველაზე სასურველი პროფესიები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:11 / 06-12-2016  Image რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
"უახლოეს მომავალში რეგიონებშიც გადაინაცვლებს, იქაც მოიმატებს დაავადებულ ადამიანთა რიცხვი"
11:34 / 06-12-2016  Image "რეკლამები ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებსა და უმწიფარ ბავშვებზე, რომლებიც ცდუნდებიან და ტოტალიზატორებს აკითხავენ"
ქალებს უფრო უჭირთ, თავი დაანებონ თამაშს
13:28 / 06-12-2016  Image ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა
მარია სწავლისგან თავისუფალ დროს სხვადასხვა თავშესაფრებსა და სახლებში მცხოვრებ მიგრანტებს ეხმარებოდა
16:09 / 06-12-2016  Image 1 წლის ბარბარე გადარჩება! - გოგონასთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა
"ბარბარეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება სასწრაფოდ, რაც 126 000 $ ღირს"
17:30 / 06-12-2016  Image მეკო კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე საპატრიარქოში...
ფეისბუქის გვერდი "რაგბის ფანები" ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49