მე და ჩემი შეყვარებული შევთანხმდით, რომ ამას გადავიტანთ - ინგა გრიგოლია

მე და ჩემი შეყვარებული შევთანხმდით, რომ ამას გადავიტანთ - ინგა გრიგოლია

"მე ვარ გაბრაზებული, აგრამ დანგრეული საერთოდ არ ვარ, ამ ომს ბლომდე მივიყვან", - ამბობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "სარკესთან" საუბრისას. მუქარას, რომ თუ 31 მარტამდე საქართველოს არ დატოვებს, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაუვრცელებენ, მაგრად დაუხვდა და ღია ომი გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვინც მას და სხვა ცნობილ სახეებს აშანტაჟებს.

- ვერ წარმომიდგენია, ვერც ერთი კაცი და ვერც ქალი, ვინც ადვილად გადაიტანს, როცა მას პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებული კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან.

- ბევრს გაუკვირდა თქვენი გამბედაობა...

- გულწრფელად გეტყვით, მე ალბათ ცოტა სითამამე იმან შემძინა, რომ ქმარი არ მყავს. რასაკვირველია, ამან გამოიწვია ის, რომ უფრო თავისუფლად ავლაპარაკდი. პირადი ცხოვრების გასაჯაროება წარმუდგენელი დანაშაულია.

- თქვენი ქალიშვილის, მარიამის ახლანდელი ემოციები როგორია?

- მე მყავს ძალიან მაგარი შვილი. მადლობელი ვარ ამის გამო უფლის. მან აიღო თავის თავზე, რომ ეს ყველაფერი თავად ეთქვა. ბოლომდე მიდგას გვერდით. მისთვის ალბათ უფრო მძიმე იყო ამის თქმა, ვიდრე ჩემთვის.

- თქვენი შეყვარებული როგორ შეხვდა ამ ყველაფერს?

- სულ ჩემს გვერდითაა. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ყველაფერს გადავიტანთ. ამ ამბით მე ცხოვრება არ დამნგრევია. ძალიან მაგარი შეყვარებული მყავს-მეთქი, ტყუილად არ მითქვამს. ეს ადამიანი ბოლომდე ჩემს გვერდით დგას.

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია