სალომე ღვინიაშვილმა ქმარს ერთწლიანი ვადა მისცა

სალომე ღვინიაშვილმა ქმარს ერთწლიანი ვადა მისცა

სალომე ღვინიაშვილმა პოდიუმზე 16 წელი გაატარა, მაგრამ ახლა თავის ნამდვილ პროფესიას დაუბრუნდა. წლების წინ მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრა, საზღვარგარეთაც ისწავლა, ოცნებობდა, რომ საკუთარი ბრენდი შეექმნა და 4 თვის წინ ეს შეძლო.

- სალომე რამდენიმე თვის წინ საზოგადოების წინაშე დიზაინერის ამპლუაში წარსდექით. კრიტიკულმა ქართველმა მომხმარებელმა როგორ მიიღო თქვენი ბრენდი?

- არ არის აუცილებელი ყველას მოეწონოს. ვისი აზრიც მაინტერესებდა მათგან დადებითი შეფასება მივიღე. ახლა ვმუშაობ 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე. პირველი ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე მექნება. ძალიან ვღელავ, რადგან ასჯერ უფრო საპასუხისმგებლოა, როცა ხალხი გიცნობს და შენგან მაქსიმალურს ელის.

- ქმარი როგორ აფასებს თქვენს წამოწყებას, მისი მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია?

- ზურა ყოველთვის მონდომებული იყო, რომ ეს საქმე მქონოდა. რაც უნდა გავაკეთო, ყოველთვის გვერდში მიდგას მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩენს გვერდითაა. მსაყვედურობს, რომ კაცის ხაზი არ მაქვს. ეს ცოტა რთული საკითხია, მაგრამ მომავალში ვგეგმავ.

წელია, რაც მე და ხიზანა ცლ-ქმარი ვართ. ზურას ისეთი რთული კარიერა აქვს, რომ... მაგალითად, გინდა გართობა? ვერ ერთობი, იმიტომ, რომ მეორე დღეს ვარჯიში ან თამაში გაქვს.

- და თქვენ ამ რეჟიმისთვის მოგიწიათ ფეხის აწყობა...

- ზურას რომ გავყევი ცოლად, ყველაფერს გაგებით მოვეკიდე. როცა მეუბნეოდნენ, ფეხბურთელის ცოლობა რთულიაო, ვერ ვხვდებოდი. წლის მერე მივხვდი, რომ ძალიან რთული ყოფილა. ამავდროულად სასიამოვნოცაა, ხედავ მის წარმატებას, ერთად გადიხართ ამ გზას.

- თუმცა არის განშორებაც. ამას შეეჩვიე?

- ვერ შევეჩვევით, ამიტომ ზურა კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდის, სულ თვითმფრინავშია. ვენატრებით. ზურას მაისში უმთავრდება კონტრაქტი და არ ვიცი რა იქნება. წლის არის და მის საფეხბურთო კარიერაში ბოლო საფეხურებია. ვუთხარი, კიდევ ერთ წელს მოვითმენ, მერე უკვე არ ვიცი, უნდა გადაწყვიტო და ფეხბურთს დაანებო თავი-მეთქი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია