ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:51 / 25-03-2016
"ჩემნაირ ადამიანებს საქართველოში კორტნიან" - ვინ არის "ფეისბუქ-ვარსკვლავი" "კოლხი მედეა" და თხოვდება თუ არა დუბაის პრინცზე
მედეა ადამია საზოგადოებამ "ჯეობარიდან" გაიცნო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ადამია საზოგადოებას თავს არ ავიწყებს. ხან სილამაზის კონკურსებით ახსენებს თავს, ხანაც პოლიტიკურად აქტიური ხდება. ყველაზე რეზონანსული კი, ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს მის მიერ გავრცელებული ვიდეოები გახდა და "მეგაპოლისებისთვის დაბადებულმა" დეა ადამიამ ქართველი ფეისბუქ-მომხმარებლები აალაპარაკა. ახალი ინტერნეტვარსკვლავის ზოგიერთ ვიდეოს 100 000 ნახვაც კი აქვს.

- დეა, მოკლედ გვიამბე რას საქმიანობ?
- შანხაის ერთ-ერთ დიდ ჰოლდინგში ვმუშაობ იურისტის პოზიციაზე, ასევე შევქმენი საკუთარი ბრენდი "მედეა ენდ ამადეო", რომლის ლოგოც საქართველოში დავამზადე. მაისში გამოვა ჩემი სამკაულების პირველი კოლექცია, ამას მოჰყვება ტანსაცმელი და სხვა აქსესუარები. მოკლედ რომ ვთქვა, ბიზნესში ვარ.

- როდის წახვედი საზღვარგარეთ სამუშაოდ?

- წლების წინ წავედი საზღვარგარეთ. სრულიად მარტო დავიწყე გზის გაკვალვა, მაღალი ღმერთი მეხმარება ყველაფერში, კეთილ ადამიანებს მახვედრებს, რომლებიც გაცნობისთანავე კეთილგანწყობილები ხდებიან ჩემს მიმართ.

- რამდენიმე წლის წინ, თქვენ აპირებდით ქართულ პოლიტიკაში მოსვლას, რატომ გადაიფიქრეთ, რატომ აღარ აქტიურობთ?
- როცა ავწონ-დავწონე ყველაფერი, მივხვდი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა პოლიტიკაში ჩემი დრო არ არის. ახლანდელ მთავრობაში უმაღლეს თანამდებობასაც კი არ ვისურვებდი.

- რას გულისხმობთ?
- მიმოიხედეთ და მიხვდებით. არ დავკონკრეტდები. ეს არ არის ის პოლიტისტებლიშმენტი, რომელსაც ვისურვებდი ხელისუფლებაში მეხილა. დაუფასებელი დარჩა ჩემი ბრძოლა. ამ ქვეყანაში ნეპოტიზმია ფესვგადგმული. შენი ნიჭით და ცოდნით ვერ გაარღვევ იმ კედელს, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია.

- სოციალურ ქსელში გავრცელებულ შენს ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შენი აზრით, რატომ გამოიწვია ასეთი რეაქცია?
- მეც გამიკვირდა. ეს მათ უნდა ჰკითხო, ვინც ჩემი წარმატების ფონზე დაიბოღმა და ახმაურდა. მე ამ კომენტარებს ერთ ყურში შევუშვებ და მეორედან გამოვუშვებ.

- შურთ შენი?

- რა თქმა უნდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. სად უსაქმური და უპერსპექტივო ადამიანი და სად წარმატებული ადამიანი. ჩემნაირ ადამიანებს საქართველოში ყოველთვის კორტნიან.

- სოციალურ ქსელში გამოირჩევი პატრიოტული პოსტებით, ხშირად წერ პატრიარქზე, დუბაის ვიდეოს გავრცელების შემდეგ კი თქვეს, რომ სამშობლო მეგაპოლისზე გაცვალე, ასეა... რომელ ქვეყანაში გრძნობ თავს კომფორტულად?
- ყველაზე კომფორტულად ჩემს სამშობლოში ვგრძნობ თავს, "არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედა". საქართველო არის ჩემი სულის ნავსაყუდელი. რაც შეეხება პატრიარქს, უზომოდ მიყვარს, როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ჩემსა და ღმერთს შორის უდიდესი შუამავალი, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს. არ მიკვირს პატრიარქს რომ ებრძვიან. ბნელი ძალები ყოველთვის ებრძვიან ნათელს, თვით იესო აცვეს ჯვარს.

- მოდელობას თავი დაანებეთ?
- კი, რა დროს მოდელობაა. ჩემი ბრენდი გამოდის მალე მსოფლიო ბაზარზე. მოდელობიდან დიზაინერობაზე გადავედი და ამავე დროს ვმუშაობ. სრული კომფორტი მაქვს და გარშემო მყავს კარგი ადამიანები, ჩინელები მიზანდასახული და შრომისმოყვარეები არიან.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება? გყავს შეყვარებული?
- არც არაფერი. დროს არ მაქვს პირადი ცხოვრებისთვის.

- როგორი ბიჭები მოგწონს?
- როგორიც შემიყვარდება. წინასწარ მიყვარს ჩემი მომავალი თანამეცხედრე, თანაც უზომოდ. მინდა ვუთხრა მას, რომ ის არის ყველაზე იღბლიანი და განუზომლად ბედნიერი ადამიანი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რადგან მას ხვდა წილად, იყოს ჩემი მეუღლე.

- გენდერული თანასწორობის მომხრე ხარ?
- ეს პრობლემა საქართველოში არასოდეს არ არსებობდა. ქმარი თავია ოჯახში, მაგრამ ფაქტიურად, ჭკვიანი ქალი მართავს მას.

- დუბაის პრინცზე მართლა თხოვდები, იცნობ?
- ვიცნობ პირადად, ჩემი ჰოლდინგის ხელმძღვანელობასთან ჰქონდა შეხვედრა და მაშინ შევხვდით. რაც შეეხება მასზე გათხოვებას, მე მხოლოდ ქართველ კაცზე გავთხოვდები.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
19:26 / 10-04-2016
ძალიან მაგარი გოგო ხარ მედეა! ბედნიერია დედაშენი რომ ასეთი ლამაზი და ჭკვიანი შვილი ყავხარ! წარმატებები ძვირფასო! უფალი გფარავდეს ავი თვალისაგან და ბოროტი ადამიანებისაგან!
თამარი
14:08 / 03-04-2016
დუბაის პრინცი დეპრესიაში ჩავარდება-არ გათხოვდე ქართველ კაცზე რააააააააააა
იკი
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| დაღუპულის ასაკი 25 წელს არ აღემატება
+PHOTO დუბაი უტოპიური ქალაქია
აღნიშნულთან დაკავშირებით დუბაიში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
ოცი წლის გოგონა დაიხრჩო დუბაიში, რადგან მისმა მამამ მაშველებს აუკრძალა მასთან მიკარება
მელბურნში ონიანების ოჯახს ქართული რესტორანი აქვს გახსნილი
ერთადერთი შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული ნომერი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:05 / 26-08-2016  Image გოგონა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გვერდით ტარიელ ხეჩიკაშვილს ადგილი "წაართვა"
+VIDEO: მოულოდნელად პრემიერ მინისტრთან უცნობმა, პატარა გოგონამ მიირბინა
15:19 / 26-08-2016  Image "ტონი ბენეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეჭიაური გამოვიდა" - "ამოუცნობი" მუსიკოსების სკულპტურები შეკვეთილში
"ფრედი მერკური რო არ უნახავს ამის მოქანდაკეს, გასაგებია, მარა, ადამიანიც არ უნახავს როგორია, კაცო?"
20:24 / 26-08-2016  Image Samsung Galaxy Note 7 უახლესი მოდელის პრეზენტაცია გაიმართა
Samsung Galaxy Note 7 მფლობელს სთავაზობს გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი
21:19 / 26-08-2016  Image ქალი ხაკისფერში - ძმის სახელის უკვდავსაყოფად გაკეთებული არჩევანი
ორი სამშვიდობო მისია მოილია ავღანეთში, ახლა მესამისთვის ემზადება...
10:43 / 26-08-2016  Image "არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ..."
"ამ საწყალ გოგოს, ლეკვივით რომ იყურება, სამი თვის წინ პატარა დაეღუპა"
კვირის ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49