"მითხრეს, შენს ქმარზე აფხაზები კბილებს ილესავენო" - რას ჰყვება დრანდის ციხეში გამომწყვდეული პატიმრის მეუღლე

"მითხრეს, შენს ქმარზე აფხაზები კბილებს ილესავენო" - რას ჰყვება დრანდის ციხეში გამომწყვდეული პატიმრის მეუღლე

როგორც ცნობილია, 10 მარტს ენგურის ხიდზე ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირზე აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გაიცვალა. სამწუხაროდ, დრანდის ციხეში დარჩა გიორგი ლუკავა, რომელიც გასაცვლელ პატიმართა შორის უნდა ყოფილიყო. გათავისუფლებული პატიმრების მტკიცებით, ლუკავა მანქანამდე მიიყვანეს და მერე ისევ უკან მიაბრუნეს. შერიგების საკითხებში მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს ლუკავას ციხიდან დასახსნელად, მოლაპარაკება გაგრძელდება, მაგრამ პატიმრის ოჯახის მოთმინების ფიალა ივსება, ოჯახი პრეტენზიას უცხადებს ხელისუფლებას და პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს.

ლალი ბასარია, გიორგი ლუკავას მეუღლე: - პაატა ზაქარეიშვილს შევხვდი, მაგრამ მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივი­ღე.­ სახელმწიფო მოხელე მეუბნება, ეს საქმე­ თუ არ მივიყვანე ბოლომდე, სასამართლოში­ მიჩივლეთ ან თავი მომჭერითო, მაგრამ არ მეუბნება, რა ვადაში შეძლებს გიორგის­ და­ხსნას.

ზაქარეიშვილმა შემომითვალა, თუ აქციებს გამართავ, თავს დავანებებ მის გასათავისუფლებლად მუშაობასო. თუ გავჩუმდები, დამეხმარება? ლოდინისა და გაჩუმების დრო არა მაქვს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა რუზგენ გოგოხია, რომელიც მეორედ ჩავარდა ტყვედ. იგი ერთხელ, 1996 წელს, ჩემს მეუღლესთან ერთად დააკავეს, მეორედ 2006 წელს და იქვე ჩაცხრილეს. მეშინია ჩემს მეუღლესაც იგივე არ დამართონ. რვა შვილი გავაჩინე, სამი გარდამეცვალა:­ ორი ახალშობილი გულის მანკით დაიღუპა,­ სამი წლის ხდებოდა, როცა აფხაზები­ შინ შემოგვიცვივდნენ. ჩემი მეუღლის აყვანა­ სურდათ, ჩემს შესაშინებლად ავტომატი მოიქნიეს, აკვანში მწოლიარე ბავშვს კონდახი თავში მოხვდა და...

ომის დროს სოხუმში ვცხოვრობდით, ჩემი მეუღლე სოხუმის სამხედრო კომენდატ­ურაში ჩაირიცხა, სოხუმის დაცემამდე იქ ვიყავით, ბოლო გემს გამოვყევით ბათუმში.­

გიორგი ფეხში იყო დაჭრილი, მაგ­რამ გამ­ოგვაცილა. პორტში პოლიციამ და­აკავა,­ რადგან იარაღი ჰქონდათ მას და მის მეგო­ბა­რ ომარ ქობალიას. ხმაური­ ატყდა, ჟურნალისტებიც მიცვივდნენ.­ გიორგიმ უთხრა, შვილები გადმოვიყვანე და უკან უნდა დავბრუნდე საომრადო. დარ­ეკეს სოხუმში, გაარკვიეს, რომ ასე იყო და გამ­ოუშვეს. ამ დროს გალში სიმშვიდე იყო და მეუღლემ ზემო ბარღებში წაგვიყვანა... მალე ვითარება­ გალშიც აირია და იქიდანაც­ გავიქეცით. დევნილების რიგი იდგა ენგურის ხიდთან, ქართველები არ ატარებდნენ ხალხს. ჩემი მეუღლე ცხენზე ამხედრებული გადაუდგა­ წინ და ჩაკეტილი გზა გაახსნევინა, თორემ იქაც ჩახოცავდნენ ხალხს...

მერე ზუგდიდში სამხედრო პოლიცია გაიხსნა, იქ მსახურობდა. დიდი წვლილი შეიტანა ხურჩის დაბრუნებაში. 1994 წელს გიორგიმ 14 აფხაზი გადმოიყვანა და მაშ­ინდელ ხელისუფლებას ჩააბარა - ტყვე ქართველებში უნდა გაცვლილიყვნენ...

1996 წელს სეპარატისტებმა ჩემი მეუღლე, როგორც­ პარტიზანული მოძრაობის წევრი, დააკავეს და

გალის მეორე ომის დაწყებამდე,­ 1998 წლამდე, ციხეში იჯდა. მაშინ ჩასვეს გასაცვლელ ტყვეთა სიაში, გაცვლას ავთანდ­ილ იოსელიანი ხელმძღვანელობდა. პირველ რიგში, გიორგი ლუკავა უნდა გადმოეყვანათ, მაგრამ ჩემი ქმრის ნაცვლად ვინმე ვაჟა ლუკავა გადმოიყვანეს. ამის შემდეგ გაცვლის პროცესი შეჩერდა.

1998 წელს, როცა გალში­ ვითარება ისევ დაიძაბა, გავრცელდა ინფო­რმაცია, თითქოს­ გიორგი მკვდარი იყო. დავუკავშირდით აფხაზებს, რომლებიც ქართულ მხარესთან­ მოლაპარაკებაში იყვნენ ჩართული.­ მაშინ­ გვითხრეს, გიორგი ლუკავა მძიმე მდგომარე­ობაშია და თუ შეუძლია მის მეუღლეს, გადმოვიდეს, დავხვდებით და დავეხმარებით მასთან შეხვედრაშიო...

იმ დროს ერთ აფხაზს ეძებდა ოჯახი, თუ მათ შვილზე ინფორმაციას მოვიძიებდი,­ დამპირდნენ, რომ ჩამიყვანდნენ სოხუმში მეუღლის­ სანახავად. გავარკვიე, ეს აფხაზი ბიჭი რუსთავის მეორე დაწესებულ­ებაში იხდიდა სასჯელს... მაშინ განსახლების მინი­სტრი ნინო თოდუა იყო, მისი სიძე, თემურ­ შიკირბა კი დრანდის ციხის უფროსი­ გახლდათ. ნინო თოდუას მოვუყევი ჩემი გასაჭირი. მან გამატანა წერილი შიკირბასთან, მოუსმინე გულისყურით და დაეხმარეო.

შევხვდი შიკირბას (მასაც თურმე­ შვილი ჰყოლია გარდაცვლილი), გულთან მიიტანა ჩემი ტკივილი და შემა­ხ­ვე­დრა მეუღლეს. მითხრა, თუ მოახერხებ ფულის მოგროვებას, იქნებ გიორგი გამოვაშვებინოო.

- რა თანხას გთხოვდნენ?

- მილიონ რუსულ რუბლს. დავბრუნდი­ საქართველოში, დიდი წვალებით მოვაგრ­ოვე ეს თანხა, მე და ჩემი უფროსი ბიჭი (მაშინ­ 12 წლის იყო) წავედით დრანდაში და ფული შიკირბას მივუტანეთ. 3 დღე ველოდით მის პასუხს. მოვიდა და უარი გვითხრა, გაეროს დაფიქსირებული ჰყავს გიორგი ლუკავა, აქედან რომ გაქრეს, დიდი ამბავი ატყდება, მე ჩამაგდებენ ციხეშიო.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია