"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობაზე

"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობაზე

რამდენიმე საათის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა გოგებაშვილის ქუჩაზე. შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ფანჯრიდან გადავარდა.

როგორც "ამბები.გეს" თვითმხილველმა განუცხადა ევა ბარბაქაძეს სახლში თანატოლები სტუმრობდნენ, გოგონა ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად მეხუთე სართულიდან გადავარდა.

იხილეთ კადრები საავადმყოფოდან

ის თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ახლა იაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული. თვითმხილველის განცხადებით, რომელიც იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძის გადაყვანის ფაქტს შეესწრო, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 14 წლის გოგონა დასისხლიანებული იყო და კისრის არეში გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ადგილზე იმყოფებიან ნინა წკრიალაშვილი, კრისტი და გიორგი ყიფშიძეები და ბეგაშვილის სხვა მეგობრები. ასევე ევას მეგობრები, რომლებიც გადმოვარდნის მომენტში შორენა ბეგაშვილის სახლში იმყოფებოდნენ. ამბები.გე-ს ინფორმაციით, შესაძლოა ევა ბარბაქაძე თურქეთში გადააფრინონ, ან თურქი ექიმი ჩამოიყვანონ საქართველოში.

ევა ბარბაქაძეს დაზიანებული აქვს ხერხემალი და ფეხები. მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ:

"შენ საუკეთესო დედა ხარ... შენი ანგელოზი მალე ისევ ისე ლამაზად იცეკვებს!" - შორენა ბეგაშვილს ფეისბუქზე უცნობი ადამიანები ამხნევებენ

"რა კომენტარებს ვკითხულობ... ბავშვი სიკვდილს ებრძვის!" - ცნობილების ფბ-გამოხმაურება შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია