კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:27 / 27-03-2016
როგორია აყვავებული ხე ტიტა
ბოლო ინფორმაციით, ხე ტიტა, რომელმაც ორი დღე გაატარა ზღვაში, მალე ურეკის სანაპიროზე აღმოჩნდება. ურეკის სანაპიროდან ხის ხმელეთზე გადასატანად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ზიმოს" ინჟინერი ირაკლი შანავა აცხადებს, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის ხის ხმელეთზე გადატანა შესაძლებელი გახდება.

შეკვეთილის სანაპიროზე ხის გადასატანად სამუშაოები რამდენიმე დღეა გრძელდება, სამუშაოებს ხელს უშლიდა ზღვის მოქცევა და უამინდობა. თავდაპირველად, ბარჟის ნაპირამდე მისატანად ნაპირის ჩაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობდა, შემდეგ კი ბარჟამდე გზის მიყვანა დაიწყეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტიტა გადატანის პროცესში, ბარჟაზე აყვავდა. დავინტერესდით, როგორ გამოიყურება მცენარე, რომელიც ბოლო დღეებში
You must have Flash Player installed in order to see this player.
საქართველოში მთავარი განხილვის საგანი გახდა.

ლირიოდენდრონი იგივე ხეტიტა ფოთოლმცვივანი ხეების გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი ერთ-ერთი სახეობაა ხეტიტას ლირიოდენდრონი (Liriodendron tulipifera), რომელიც ბიძინა ივანიშვილილმა შეისყიდა და ციხისძირიდან ურეკში გადაიტანა. ხე დეკორატიული მცენარეა, ამ ჯიშის ხეების სიმაღლე 50-60 მეტრს, სისქე 3-3,5 მეტრს აღწევს. ქნარისებრი ფოთლები და დიდი ლამაზი ყვავილები აქვს, რომლებიც ტიტას წააგავს. ხეტიტას სამშობლო ჩრდილოეთი ამერიკაა. კულტივირებულია კავკასიასა და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმსა და შუააზიის სამხრეთ რაიონებში. ლირიოდენდრონის მერქანი მსუბუქი და რბილია, ვერხვის მერქანს წააგავს და ამერიკაში "ყვითელი ვერხვის“ სახელით არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამერიკის რამდენიმე შტატში - იანდიანაში, კენტუკისა და ტენესიში, ხე ეროვნულ სიმბოლოდ არის მიჩნეული. ხეტიტა ადვილი დასამუშავებელია, მას იყენებენ ავეჯის წარმოებაშიც.

ასევე წაიკითხეთ: ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები - ქართული "ტიტა" პირველი არ არის


11:05 / 28-03-2016
ასე გააგრძელე და თვის ბოლოს პრემია გარანტირებული გაქვს. შენი მიზანიც ხომ ესაა!
tako s
11:04 / 28-03-2016
,,შური არს მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა,,-საბა.

ეს ყოველივე კარგად იცის ივანიშვილმა,და ისეც კარგად იცის,რომ უნდა დაიკიდოს სხვის მიერ მისდამი შურიც,და ზიზღიც....

ნაციონალები,ანუ ქუჩის მაწანწალა და უპატრონო ძაღლები ყეფენ,ქარავანი კი მიდის...
გია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:53 / 29-06-2016  Image "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"
"მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა"
19:16 / 29-06-2016  Image თურქული მედია ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს
ამოცნობა ფეხსაცმლის მეშვეობით მოხდა
10:16 / 29-06-2016  Image დეტალური ინფორმაცია ავტომობილებზე - ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
BMW-ს და MINI-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
12:31 / 29-06-2016  Image ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ
"კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა"
14:02 / 29-06-2016  Image "დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი
"მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49