როგორია აყვავებული ხე ტიტა

როგორია აყვავებული ხე ტიტა

ბოლო ინფორმაციით, ხე ტიტა, რომელმაც ორი დღე გაატარა ზღვაში, მალე ურეკის სანაპიროზე აღმოჩნდება. ურეკის სანაპიროდან ხის ხმელეთზე გადასატანად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ზიმოს" ინჟინერი ირაკლი შანავა აცხადებს, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის ხის ხმელეთზე გადატანა შესაძლებელი გახდება.

შეკვეთილის სანაპიროზე ხის გადასატანად სამუშაოები რამდენიმე დღეა გრძელდება, სამუშაოებს ხელს უშლიდა ზღვის მოქცევა და უამინდობა. თავდაპირველად, ბარჟის ნაპირამდე მისატანად ნაპირის ჩაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობდა, შემდეგ კი ბარჟამდე გზის მიყვანა დაიწყეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტიტა გადატანის პროცესში, ბარჟაზე აყვავდა. დავინტერესდით, როგორ გამოიყურება მცენარე, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში მთავარი განხილვის საგანი გახდა.

ლირიოდენდრონი იგივე ხეტიტა ფოთოლმცვივანი ხეების გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი ერთ-ერთი სახეობაა ხეტიტას ლირიოდენდრონი (Liriodendron tulipifera), რომელიც ბიძინა ივანიშვილილმა შეისყიდა და ციხისძირიდან ურეკში გადაიტანა. ხე დეკორატიული მცენარეა, ამ ჯიშის ხეების სიმაღლე 50-60 მეტრს, სისქე 3-3,5 მეტრს აღწევს. ქნარისებრი ფოთლები და დიდი ლამაზი ყვავილები აქვს, რომლებიც ტიტას წააგავს. ხეტიტას სამშობლო ჩრდილოეთი ამერიკაა. კულტივირებულია კავკასიასა და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმსა და შუააზიის სამხრეთ რაიონებში. ლირიოდენდრონის მერქანი მსუბუქი და რბილია, ვერხვის მერქანს წააგავს და ამერიკაში "ყვითელი ვერხვის“ სახელით არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამერიკის რამდენიმე შტატში - იანდიანაში, კენტუკისა და ტენესიში, ხე ეროვნულ სიმბოლოდ არის მიჩნეული. ხეტიტა ადვილი დასამუშავებელია, მას იყენებენ ავეჯის წარმოებაშიც.

ასევე წაიკითხეთ: ხეების ტრანსპორტირების მსოფლიო მაგალითები - ქართული "ტიტა" პირველი არ არის

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა... დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს" - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს