ლორთქიფანიძე VS გრიგოლიები და მკითხველის კომენტარები დეპუტატ-ტელეწამყვანის სკანდალზე

ლორთქიფანიძე VS გრიგოლიები და მკითხველის კომენტარები დეპუტატ-ტელეწამყვანის სკანდალზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში ინგა გრიგოლიას შვილის, მარი გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც დედის მიმართ დეპუტატის რეპლიკამ გააღიზიანა. ტელეწამყვანის ქალიშვილმა სკანდალური ეთერის შემდეგ, არანაკლებ სკანდალური პოსტი დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომლითაც დავით ლორთქიფანიძეს მიმართა: "ეღადავე შენი ოჯახის წევრებს, შე ქათამო! უტაქტო! უნამუსო! თავხედო! და თუ ამბობ, ნუ ჩმორდები მერე და ბოლომდე იკაცე, შე ქალო... ჩმორი კუილი ეს.... ქალააჩუნა. ნაგვის ბუნკერი. ნაძირალა.. მუხლზე გადავიმტვრევ", - წერს მარიამ გრიგოლია "ფეისბუქზე".

ამაზე პასუხად ლორთქიფანიძე აცხადებს: "მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები, სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის... იკვეთება კი არა, პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სხვათა შორის, არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი... მე არ ვკითხულობ, ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ყავს შეყვარებული... თუმცა მე არ გამიკვირდება ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გაზეთთან ინტერვიუში.

დეპუტატის სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას, თეა ადეიშვილის, ნიკა გვარამიას, ეკა ხოფერიას, ნინო ჯანგირაშვილის, ეკა მიშველაძის, ეკა ხერხეულიძის და სხვა ცნობილი სახეების გამოხმაურებაც მოჰყვა. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი გრიგოლიას შვილს ტონი მოუწონა და შეაქო: "მარი, შენ ხარ მაგარი გოგოს მაგარი შვილი".

სკანდალი გრიგოლიას, მის ქალიშვილსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის, არც AMBEBI.GE-ს მკითხველს დარჩენია ყურადღების მიღმა. ათობით კომენტარში მოქალაქეები განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ. ნაწილი ტელეწამყვანისა და მისი ქალიშვილის პოზიციას ამართლებს, ნაწილი კი უმრავლესობის დეპუტატს იცავს. გთავაზობთ კომენტარების ნაწილს, რომელიც საიტის მკითხველმა სტატიაზე - "სკანდალი დავით ლორთქიფანიძის, ინგა გრიგოლიას და მისი ქალიშვილის გარშემო - "ამ ჭორიკანა დეპუტატს ცუდად დაუმთავრდება" - დატოვა:

"საქართველო ამ პრივინციალიზზმა მიიყვანა იქამდე, რომ ასეთი უმსგავსობა ხდება. ეს ვითომ ჟურნალისტები რა დღეში არიან. ან ეს ხიდაშელი რას დახტის, რა უნდა? არ ესმის რომ თავდაცვის მინისტრია და სათანადოდ უნდა იქცეოდეს?!"

"შეყვარებულო ქალბატონოო რომ უთხრა, ამაში შეურაცხმყოფელი მე ვერაფერი დავინახე. ამ გოგონას რეაქციამ კი ძალიან გამაოცა, თან შშს-ს თანამშრომელი ყოფილა. ასეთი ლექსიკით შსს-ს თანამშრომელს დამნაშავის მიმართაც არ ეპატიება გამონათქვამები. უზრდელობა სულაც არაა მაგარი რამ, მაგრამ ასე ასწავლეს, სამწუხაროდ"

"აქ ინგას შვილმა რა თქვა არ აქვს მნიშვნელობა, ინგა და მითუმეტეს მისი შვილი არ არის მთავრობის წევრები, რაც უნდა ის უთქვიათ. პრობლემა იმაშია, რომ ამისნაირი ხალხითაა გატენილი პარლამენტი. თემაზე რომელიც ამან იქილიკა, არის ამ ხელისუფლების სისუსტე და იმდენად იდიოტია, რომ სხვას დასცინის და აქილიკებს იმის მაგივრად ხმა ჩაიგდოს და პასუხისმგებლობა იგრძნოს. ამის შეგნება არ აქვს და ეს რა კანონს დაგიწერს? ცირკია ეს ქვეყანა"

"ჟურნალისტი ადეიშვილი რომ ამბობს ბურატინოო ეს არ არის ჰომოფობიური განცხადება?? ამათ ყველაფრის უფლება აქვთ?? სად არიან მეგრანტე არასამთავრობოები????"

"საქართველოში ქურდულ, ძველ ბიჭურ გაგებას ეხლა ჟურნალისტური გაგება დაემატა. ბიჭო რას მიბედავ შენ სიმონ, ჟურნალისტი ვარ, გაიგე ტო? დაგაკალმისტარებ და ჩაგატელევიზორებ"

"ნახე რა დღეში არიან ჩვენი ჯურნალისტები ასე რომ აღშფოთდით ლორთქიფანიძეზე, ამ გოგოს უზრდელობაზე რატომ ხმას არ იღებთ, მესმის რომ დედას გამოესარჩლა, მაგრამ ამ სიტყვებით? მითუმეტეს საჯარაო პირი ყოფილა. ვენაცვალე შენს გამზრდელს გოგონი"

"ასე ვერაფერს გაარკვევენ - მსგავს შემთხვევებში უწინ ქურდთან ადიოდნენ ხოლმე საქმის გასარჩევად..... ახლა უპრობლემოდ შეუძლიათ, ასათიანთან ან ჯაჯანიძესთან დასხდნენ და სუპერცივილიზებულად არკვიონ მტყუან-მართალი... თუ არც ამან უშველათ, პენალტების სერია უნდა დაინიშნოს... თუ აქამდე მივიდა საქმე, მე დედა-შვილზე გავაკეთებ ფსონს…"

"ინგას პირადი ცხოვრება არავის გასარჩევი არ არის! ის არ არის მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ამითომ შანსი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა შეიძლება დააშანტაჟონ - არ არსებობს! არც შვილზე მინიშნება არაა კარგი! ისე კი შვილები ცოტა ზრდილობიანები რომ გავზარდოთ-ალბათ უკეთესია! გაბრაზების დროსაც უნდა შეინარჩუნოს გოგონამ ღირსება და დაუკვირდეს მეტყველებას!"

"თინა ხიდაშელი საქართველოს სირცხვილად იქცა. როგორ შეიძლება, გოგო, რომელიც ამ სიტყვებით მეტყველებს შეაქო?! ეს ხომ ერთგვარი ვიზაა, მიდი გადაუარეთ ქოცებსო"

"საქართველოში დეპუტატის მანტიას რო მოიგდებენ, მერე ყველაფერი მოსულა ამ ღრუზინის თამადობით"

"ხიდაშელისგან ამნაირ კომენტარს ნამდვილად არ მოველოდი? უკულტურობა და უზრდელობა თუ მაგრობას ნიშნავდა, ნამდვილად არ ვიცოდი. ყოჩაღ თქვენ. ვაი საქართველო თქვენს ხელში"

"დეპუტატი ლორთქიფანიძე, ჟურნალისტი გრიგოლია და მისი შვილიც არ უნდა იყვნენ არავითარ ოდნავ მაინც მნიშვნელოვან თანამდებობაზე, საჯარო თუ კერძო სექტორში! ინტელიგენტი ადამიანები უნდა იყვნენ ყურადღების ცენტრში და არა ესენი.... ბოდიში და გააბანძეს ქვეყანა ამ პროვინციალიზმით...."

"კასტუმა რა დღეშია... არადა ამ პიროვნებამ ნათლად დაგვანახა, რომ ის ჩანაწერები არ განადგურებულა და სავარაუდოდ ამ ნაირ ობიექტებს აქვთ შენახული... ეჰ, ერთ რამეს ვერ ითვალისიწნებენ, დრონი მეფობენ და არა მეფენი... "

"თუ ადრე ქურდები აკონტროლებდნენ მთავრობებს, ისინი მოიშორეს და ეხლა ჟურნალისტური მაფია მოაჯდა კისერზე"

"პატივცემულო "ცნობილებო"!!! ნუ გადაგვაყოლეთ თქვენს სექსუალურ თავგადასავლებს. საზოგადოება როგორმე თქვენი "ბრძნული" რჩევების გარეშე გააკეთებს არჩევანს, ვინ უნდა იყოს დეპუტატი ვინ არა. პირადად ჩემს არჩევანზე, თქვენი სექსუალური ცხოვრება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. საბედნიეროდ, ჩემს გარშემო მყოფთა უმრავლესობაც ესე ფიქრობს და მოწიწებით გთხოვთ, დაწყნარდით"

ასევე წაიკითხეთ: სკანდალი დავით ლორთქიფანიძის, ინგა გრიგოლიას და მისი ქალიშვილის გარშემო - "ამ ჭორიკანა დეპუტატს ცუდად დაუმთავრდება"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია