პატრიარქმა შორენა ბეგაშვილი საპატრიარქოში მიიღო

პატრიარქმა შორენა ბეგაშვილი საპატრიარქოში მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრის დროს გადაღებულ ფოტოს რადიო "ფორტუნა" ავრცელებს. პატრიარქმა ბეგაშვილი დალოცა და გამძლეობა უსურვა.

როგორც ჩვენთან საუბარში მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა აღნიშნა, ტელეწამყვანი საპატრიარქოში 14:00 საათზე იყო დაბარებული, მისი ქალიშვილის ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაცია კი იაშვილის კლინიკაში 15:00 საათზე დაიწყო.

ბეგაშვილის არასრულწლოვან შვილს დღეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც იაშვილის კლინიკის განცხადებაშია ნათქვამი, ამჯერად დაგეგმილია ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით. ევა ბარბაქაძეს გუშინ ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ხერხემალზე გაუკეთდა ოპერაცია. როგორც კლინიკის მიერ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 9-საათიანმა ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.

წყარო: fortuna.ge

ასევე წაიკითხეთ:

"...უცებ ყველა მუხლებზე დაემხო და ხმამაღლა ლოცვა დაიწყეს..." - რა მოხდა წმინდანის საფლავზე თბილისში

"ევას ფანჯრის რაფაზე ჯდომა უყვარს... იმ საღამოსაც იჯდა და ფოტოებს იღებდა" - ნინა წკრიალაშვილი უბედური შემთხვევის დეტალებზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია