"ერთ-ერთ აღსარებაზე თითქმის ყველა ადამიანი იტყუება, მათ შორის, მეც..." - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის "ბლიცინტერვიუ"

"ერთ-ერთ აღსარებაზე თითქმის ყველა ადამიანი იტყუება, მათ შორის, მეც..." - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის "ბლიცინტერვიუ"

PALITRANEWS-ის რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე დღევანდელი ბლიცის სტუმარია:

"მარადიული მხოლოდ ღმერთია. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით საკუთარი თავიდან გამომდინარე. ჩვენ თუ ამას დავინახავთ, დავინახავთ იმასაც, რომ თუ მარადისობაში არ ვიცხოვრებთ, ჩვენს არსებობას აზრი არ აქვს"...

"არსებობს სიმშვიდე ფსიქოლოგიური, ადამიანური და არსებობს სიმშვიდე ქრისტესმიერი. უფალი ამბობს ასეთ რამეს: "ისწავლეთ ჩემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ჭეშმარიტი სიმშვიდე განსხვავდება ადამიანური სიმშვიდისგან და ეს ღვთის ჩვენში მყოფობის ნიშანია. აქედან გამომდინარე, მე ყველაზე მშვიდად მაშინ ვარ, როცა ვწირავ..."

"როცა მატყუებენ, მახსენდება მე რამდენი ვინმესთვის მომიტყუებია, ამიტომ ლმობიერი ვარ. მე ვარ მღვდელი და ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის აღსარებაზე. ერთ-ერთ აღსარებაზე ყველა ადამიანი იტყუება, მათ შორის მეც, ანუ ვერც ერთი ვერ ვახერხებთ აღსარების დროს, ღვთის წინაშე წარდგომილნი ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელი... როგორ შეიძლება განვიკითხო სხვა, როცა ეს პრობლემა მეც მაქვს?!"...

"20 წლისამ დავიწყე ძიება, 29 წლისა გავხდი ქრისტიანულად მაცხოვრებელი, 38 წლისა მღვდელი. ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე, აკვნიდან დავიწყებდი ქრისტიანულ ცხოვრებას, 16 წლიდან ჩავაბარებდი სემინარიაში, მღვდელი გავხდებოდი 25 წლის... ბევრი დრო დავკარგე."

იხილეთ ბლიცინტერვიუ ვრცლად

"გავხსნით დამოუკიდებლად დახლებს და ვაჭრობას განვაახლებთ" - მოვაჭრეების განცხადებით, თუ "ლილოს" ბაზრობას არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებულმა 11 248  ტესტმა 546 ახალი ინფიცირებული გამოავლინა, გარდაიცვალა 17 პაციენტი - მონაცემები რეგიონების მიხედვით