ტერაქტს გადარჩენილების ემოციური შეხვედრა: ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრაზილიელ კალათბურთელს შეხვდა

ტერაქტს გადარჩენილების ემოციური შეხვედრა: ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრაზილიელ კალათბურთელს შეხვდა

ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში მომხდარი აფეთქების დროს დაჭრილი ბრაზილიელი კალათბურთელი სებასტიან ბელინი ქართველმა ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ კლინიკაში მოინახულა. ბრიუსელის ტერაქტს გადარჩენილები კანადურმა ტელეკომპანია CBC-მა შეახვედრა ერთმანეთს. ემოციური შეხვედრა ბრიუსელის ერთ-ერთ კლინიკაში შედგა, სადაც ვეტერანი კალათბურთელი მკურნალობას გადის. ტელეკომპანიის ეთერში მალე მათი შეხვედრის ამსახველი სიუჟეტიც გავა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტი პირველი იყო, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესახებ აცნობა მსოფლიოს. მისმა ფოტოებმა ჯერ სოციალური ქსელი, შემდეგ კი მსოფლიოს ცნობილი გამოცემები მოიარა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მან ფოტოზე აღბეჭდა, მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაზილიელი კალათბურთელი იყო. 37 წლის კალათბურთელი აფეთქების ადგილიდან 20 მეტრში იმყოფებოდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

იხილეთ შეხვედრის კადრები

ქარდავამ შეხვედრის შესახებ "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა: "მადლობა სებასტიანს. ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში. სებასტიანი დარწმუნებულია, რომ ბედისწერამ გადაგვარჩინა. მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება".

Emotional meeting after Brussels attack: Georgian journalist reunites with the injured man she photographed

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია