ლარის ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!

ლარის ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება?!

ლარის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში გამოსვლისთანავე გააყალბეს. ყალბი 20 და 50-ლარიანები აღმოაჩინეს კახეთში, გურიასა და თბილისში. "რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად დაცულია ახალი კუპიურები. ეროვნულ ბანკში ამტკიცებენ, რომ გამოყენებულია დაცვის უახლესი საერთაშორისო სტანდარტები. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისელი ფარმაცევტი ლანა ხაბაძე ამბობს, ყალბი 20-ლარიანი დაახლოებით ორი კვირის წინ შეატყუეს. რამდენადაც აფთიაქში ბევრი ხალხი იყო, ამიტომ კუპიურას ყურადღება არ მიაქცია. "მომხმარებელი შემოვიდა და იყიდა წამალი. 20-ლარიანი მომცა, ხურდა დავუბრუნე, ბევრ ადამიანს ვემსახურებოდი და ამ ფულისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მოგვიანებით ფულს ვახარისხებდი და მაშინვე მივხვდი, რომ ერთი 20-ლარიანი ყალბი იყო. იმდენად უხარისხო ქაღალდი იყო, ხელის მოსმითაც ეტყობოდა", - ამბობს ლანა ხაბაძე.

ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონულმა სასამართლომ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამოღებული კუპიურების ოდენობამ, საერთო ჯამში, 1040 ლარი შეადგინა.

"რეზონანსს" შსს-ს გურიის წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ლაზერით აღჭურვილი, უცხოური წარმოების სპეციალური აპარატით დაამზადეს. შემდეგ ჩოხატაურის აგრარულ ბაზარში 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს

განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: განახლებული 20, 50 და 100 ლარი - ის, რაც უნდა იცოდეთ ახალი კუპიურების დამცავ ნიშნებზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია