"შორენა ევას საჭმელს უმზადებდა, დაუძახა, ბავშვს ხმა არ გაუცია..." - რა უამბო შორენა ბეგაშვილმა მეგობარს უბედური შემთხვევის ღამის შესახებ

"შორენა ევას საჭმელს უმზადებდა, დაუძახა, ბავშვს ხმა არ გაუცია..." - რა უამბო შორენა ბეგაშვილმა მეგობარს უბედური შემთხვევის ღამის შესახებ

შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილს იაშვილის კლინიკაში ორ დღეში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. გუშინ ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4-საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. ევა ბარბაქაძეს პირველი ოპერაცია ხერხემალზე, მეორე დღეს კი მენჯ-ბარძაყსა და ხელზე გაუკეთდა. "ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული... რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება..." - დაწერა "ფეისბუქზე" პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა ოპერაციის შემდეგ.

რაც შეეხება 26 მარტს მომხდარ უბედურ შემთხვევას, როცა 14 წლი ევა ბარბაქაძე კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დღეს ევას თავისი თანატოლები ჰყავდა სტუმრად, რაც შორენას ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში არ დაადასტურა.

ტელეპროდიუსერი მაია სტეფნაძე ამბობს, რომ შორენას უდიდესი სტრესისგან დეტალები აღარ ახსოვს: "როგორც შორენამ მითხრა, ევას საჭმელს უმზადებდა. სტუმრები არ ჰყოლია. როცა დაუძახა, ევა, გამოდიო და ბავშვს ხმა არ გაუცია, ოთახში შესულა, ღია ფანჯრიდან გადაუხედავს და ძირს დავარდნილი ბავშვი დაუნახავს... შორენა ამბობს, რომ ამ საშინელი კადრის დანახვის შემდეგ აღარაფერი ახსოვს. ისე ვკიოდი, მეზობლები გარეთ გამოცვივდნენო, მერე უთქვამთ მისთვის. იმდენად გადაღლილია, სხვა დეტალებზე არ მისაუბრია", - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში სტეფნაძე.

სოფიო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

ასევე წაიკითხეთ:

"ევას ფანჯრის რაფაზე ჯდომა უყვარს... იმ საღამოსაც იჯდა და ფოტოებს იღებდა" - ნინა წკრიალაშვილი უბედური შემთხვევის დეტალებზე

"ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად გადავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მდგომარეობაზე

"შენ საუკეთესო დედა ხარ... შენი ანგელოზი მალე ისევ ისე ლამაზად იცეკვებს!" - შორენა ბეგაშვილს ფეისბუქზე უცნობი ადამიანები ამხნევებენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია